ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

რომან გოცირიძე:ანტიკორუფციული ბიურო დამოუკიდებელი ორგანო არ იქნება

ნახვები: 552 რომან გოცირიძე:ანტიკორუფციული ბიურო დამოუკიდებელი ორგანო არ იქნება

როცა ამა თუ იმ ხელმძღვანელ თანამდებობის პირს პრემიერ-მინისტრი არჩევს და ნიშნავს, ის მუდამ აღმასრულებელი ხელისუფლების მორჩილი და მმართველი გუნდის ინტერესების გამტარებელი იქნება - ნათლად ჩანს, რომ ანტიკორუფციული ბიურო დამოუკიდებელი ორგანო არ იქნება , - აღნიშნულ შეფასებას „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი რომან გოცირიძე აკეთებს.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ შეთავაზებული ინიციატივა ევროკავშირის რეკომენდაციის შესრულებად ვერ ჩაითვლება.

"ჩვენ ჩვენი საკანონმდებლო ინიციატივა გვაქვს, რომელიც ამ უწყების მაქსიმალურ დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს. მისი ხელძღვანელი პარლამენტის მიერ მაღალი კვორუმით დანიშნული იქნება, რაც იმის გარანტიაა, რომ ძნელი იქნება მის საქმიანობაში ჩარევა. ის, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა მხოლოდ სათაურში ეწეროს, ევროკავშირის რეკომენდაციის შესრულებად არავინ ჩაგვითვლის, რადგან მთავარია არა რაღაცის შექმნა, არამედ ისეთი უწყების შექმნა, რომელიც რეალურად დამოუკიდებელი იქნება და რეალურად შეასრულებს ამ ფუნქციას", - აცხადებს რომან გოცირიძე.

მმართველმა გუნდმა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის გადაწყვეტილება მიიღო, რომლის ძირითადი ამოცანა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა იქნება.

აღნიშნული ბიურო ასევე კოორდინაციას გაუწევს სათანდო ორგანოების, ორგანიზაციებისა და თანამდებობის პირების საქმიანობას.

ანტიკორუფციული ბიურო ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტისა და უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე. კერძოდ, ბიუროს ხელმძღვანელი წლიურ ანგარიშს პარლამენტს წარუდგენს, ხოლო პერიოდულ ანგარიშებს წარუდგენს უწყებათაშორის ანტიკორუფციულ საბჭოს.

რაც შეეხება ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის თანამდებობაზე დანიშნას, “ქართული ოცნების“ მიერ შეთავაზებულია შემდეგი წესი: ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის კანდიდატურებს ღია კონკურსის საფუძველზე, სახელმწიფო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით შექმნილი საკონკურსო კომისია შეარჩევს და თანამდებობაზე დასანიშნად პრემიერ-მინისტრს წარუდგენს, ხოლო პრემიერ-მინისტრი წარდგენილი კანდიდატებისგან შეარჩევს და თანამდებობაზე დანიშნავს ანტიკორუფიული ბიუროს უფროსს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა