ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

ანა აბაშიძე დეპუტატებს - ჩემთვის არ არის გადამწყვეტი, რომ ცალსახად ჩემზე შეჩერდეთ, რადგან ღირსეული კანდიდატები არიან წარმოდგენილი, თქვენ გაქვთ არჩევანი, მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება

ნახვები: 534 ანა აბაშიძე დეპუტატებს - ჩემთვის არ არის გადამწყვეტი, რომ ცალსახად ჩემზე შეჩერდეთ, რადგან ღირსეული კანდიდატები არიან წარმოდგენილი, თქვენ გაქვთ არჩევანი, მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება

ჩემთვის არ არის გადამწყვეტი, რომ თქვენ ცალსახად ჩემზე შეჩერდეთ, რადგან ღირსეული კანდიდატები არიან წარმოდგენილი, თქვენ გაქვთ არჩევანი მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება, - ამის შესახებ სახალხო დამცველობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ანა აბაშიძემ, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს არ არის სახალხო დამცველის არჩევის ჩვეულებრივი პროცედურა.

„ჩვენ უნდა წავიდეთ წინ. წინ წასვლა ნიშნავს ზუსტად იმ ისტორიული მომენტის აღნიშვნას, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით. ეს არ არის სახალხო დამცველის არჩევის ჩვეულებრივი პროცედურა და რეალურად ჩვენ ვიმყოფებით ჩვენი მთავარი ღირებულებების - გავაფორმოთ, რომ ვართ ევროპული ღირებულებების მატარებელი ხალხი და ყოველთვის გვსურდა თავისუფალ სამყაროსთან ასოცირება, აი ამ პროცესში და სახალხო დამცველის არჩევაც საბედნიეროდ, არის ამ პროცესის ნაწილი. ამიტომ თუ ჩემზე ან სხვა, ღირსეულზე შეაჩერებთ არჩევანს, მაგრამ ეს არჩევანი იქნება სწორი, მე ვიქნები ბედნიერი. ჩემთვის არ არის გადამწყვეტი, რომ თქვენ ცალსახად ჩემზე შეჩერდეთ, რადგან ღირსეული კანდიდატები არიან წარმოდგენილი და თქვენ გაქვთ არჩევანი მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება“, - განაცხადა ანა აბაშიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა