ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

ტიტუს კორლატეანი - მსურს, ვუთხრა მმართველ გუნდსა და ოპოზიციას, ასევე სამოქალაქო საზოგადოებას, ეცადეთ, იმუშაოთ ერთად რეფორმებისთვის, რადგან საქართველოს ადგილი ევროპულ ოჯახშია

ნახვები: 533 ტიტუს კორლატეანი - მსურს, ვუთხრა მმართველ გუნდსა და ოპოზიციას, ასევე სამოქალაქო საზოგადოებას, ეცადეთ, იმუშაოთ ერთად რეფორმებისთვის, რადგან საქართველოს ადგილი ევროპულ ოჯახშია

მსურს, ვუთხრა ყველა პოლიტიკოსს, როგორც მმართველ გუნდში, ისე ოპოზიციაში, ასევე სამოქალაქო საზოგადოებას, ეცადეთ, იმუშაოთ ერთად აუცილებელი რეფორმებისთვის, რადგან საქართველოს ადგილი ევროპულ ოჯახშია და საქართველო ევროპული ქვეყანაა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბელაზე საქართველოს საკითხის მომხსენებელმა ტიტუს კორლატეანმა განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დებატებისას, რომელიც დასავლეთ ბალკანეთისა და ევროკავშირის გაფართოებას ეხებოდა, გაფართოების აუცილებლობაზე ისაუბრა.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანია როგორც წევრი ქვეყნებისთვის, ასევე იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც გაწევრიანება სურთ. გამოსვლაშიც ვისაუბრე დასავლეთ ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებზე, მათ შორის საქართველოზეც, რომელმაც გეოპოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ჩემი აზრით, წლის ბოლომდე უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

ამავდროულად ეს დამოკიდებულია გაწეულ სამუშაოზე, კრიტერიუმებზე და რეფორმებზე. ყველა იმ ქვეყანამ, რომელმაც მიიღო კანდიდატის სტატუსი და შემდეგ გაწევრიანდა, ეს გზა გაიარა. ასე იყო ჩემი ქვეყნის, რუმინეთის შემთხვევაშიც. ევროკავშირმა განსაზღვრა რეფორმების დღის წესრიგი და ეს რეფორმები დაახლოებით იგივეა, როგორიც ევროსაბჭოს მიდგომები. როგორ ართმევს ამ გამოწვევას თავს საქართველო, ამას მე ჩემს ანგარიშშიც დავწერ. რაც შეეხება განსაზღვრულ პოლიტიკურ კრიტერიუმებს, ეს გულისხმობს ჯანსაღ, ძლიერ დემოკრატიას და ნაკლებ პოლარიზაციას, რაც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს აზიანებს.

ამავდროულად, ძალიან მნიშვნელოვანია ხალხის მხარდაჭერა, რომელიც ყოველთვის ძალიან მაღალი იყო ევროპული მომავლის მიმართ. მსურს, ვუთხრა ყველა პოლიტიკოსს, როგორც მმართველ გუნდში, ისე ოპოზიციაში, ასევე სამოქალაქო საზოგადოებას – ეცადეთ, იმუშაოთ ერთად აუცილებელი რეფორმებისთვის, რადგან საქართველოს ადგილი ევროპულ ოჯახშია და საქართველო ევროპული ქვეყანაა“, – განაცხადა ტიტუს კორლატეანმა.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა