აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბი დოკუმენტების დამზადების საქმეზე ბრალდებული გიორგი ხატიაშვილი არგენტინიდან საქართველოში ექსტრადირებულია
ევროკომისია: რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება 45%-დან 12%-მდე შემცირდა – გაზის იმპორტის სრულად შეწყვეტა 2027 წლის ბოლომდე იგეგმება
ჯორჯია მელონი: უკრაინის დანებება მშვიდობა კი არა, დაპყრობა იქნება – მხოლოდ სამართლიანი მშვიდობა შეიძლება იყოს ხანგრძლივი
Russia launches massive drone attack on Ukraine: Air Defence neutralizes 536 of 580 targets
Russia loses another 1,880 personnel, three air defence systems in war against Ukraine over past day
Zelensky on US–Russia `diesel deal`: We lose strong partner
Ukraine's military intelligence publishes details on seven more Russian propagandists justifying war against Ukraine
Ukrainian and French communities discuss urban resilience and reconstruction in Nice

ბექა ოდიშარიამ ნინო ლომჯარიას მიმართა - პოზიციონირებთ, როგორც ყველას შემწე, მეოხე, თუმცა მინდა, გკითხოთ, რას ერჩით საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას

ნახვები: 551 ბექა ოდიშარიამ ნინო ლომჯარიას მიმართა - პოზიციონირებთ, როგორც ყველას შემწე, მეოხე, თუმცა მინდა, გკითხოთ, რას ერჩით საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას

პოზიციონირებთ, როგორც ყველას შემწე და მეოხე, თუმცა მინდა, გკითხოთ, რას ერჩით საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას, – ამ კითხვით მიმართა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას, რომელიც დღეს პარლამენტში 2021 წლის ანგარიშს წარადგენს.

ამასთან, როგორც ბექა ოდიშარიამ აღნიშნა, თავის დროზე, ლომჯარიას ომბუდსმენად არჩევის პროცესები სკეპტიციზმით სავსე იყო და მმართველ გუნდს სურდა, დაეჯერებინა, რომ ის ყველას უფლებების დამცველი იქნებოდა.

„არაფერი პირადული – მხოლოდ საქმე. როდესაც თქვენ გირჩევდით წინა მოწვევის პარლამენტში, იცით თქვენ, რა სკეპტიციზმით სავსე იყო ეს პროცესი, თუმცა გვინდოდა, დაგვეჯერებინა და დავიჯერეთ კიდეც, რომ თქვენ ყველას უფლებების დამცველი იქნებოდით. ახლაც ასე პოზიციონირებთ, როგორც ყველას შემწე და მეოხე, თუმცა მინდა, გკითხოთ, მართლაც რას ერჩით საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას. 29 სექტემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართა განმწესრიგებელი სხდომა, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, ბუნებრივია, აქ გვესმის, რომ ტრანსკრიფციაში იყო – ეკლესიის წინააღმდეგ.

აღნიშნულ სხდომაზე, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან უბადრუკად და უმწეოდ გამოიყურებოდა თქვენი წარმომადგენელი და ბოდიშების მოხდაც მოუწია. ეს კადრები ყველამ ვნახეთ. თქვენ აპროტესტებდით, რომ ტერიტორიების მიჩენის ნაცვლად, შესაძლებელია ახალი სტანდარტი დამკვიდრებულიყო, რომ ძველაშენებულ მონასტრებს, რომლებიც ამ კანონის მიღებამდე იყო აშენებული, მიეკუთვნოთ გარკვეული პერიოდით მოვლა-პატრონობით ტყის გარკვეული ფართობები.

გასაგებია თქვენი მოტივები, მაგრამ მაინტერებს, რამ გაიძულათ ასე სასწრაფო რეჟიმში, როდესაც წინა ზაფხულში შეიტანეთ ეს სარჩელი, მიუთითეთ, რომ არსებობდა დაზარალებული და ამხელა პერიოდის შემდეგ ზემოთ ხსენებული, თქვენთვის არასასიამოვნოდ გასახსენებელი განმწესრიგებელი სხდომისას თქვენს წარმომადგენელს პირდაპირ ცივი ოფლი ასხამდა და ბოდიშებს უხდიდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს, რადგან ის იყო მოუმზადებელი. აღმოჩნდა, რომ ტყუილი იყო, რომ ვიღაც იყო ამ თემით დაზარალებული“, – განაცხადა ოდიშარიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა