აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბი დოკუმენტების დამზადების საქმეზე ბრალდებული გიორგი ხატიაშვილი არგენტინიდან საქართველოში ექსტრადირებულია
ევროკომისია: რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება 45%-დან 12%-მდე შემცირდა – გაზის იმპორტის სრულად შეწყვეტა 2027 წლის ბოლომდე იგეგმება
ჯორჯია მელონი: უკრაინის დანებება მშვიდობა კი არა, დაპყრობა იქნება – მხოლოდ სამართლიანი მშვიდობა შეიძლება იყოს ხანგრძლივი
Russia launches massive drone attack on Ukraine: Air Defence neutralizes 536 of 580 targets
Russia loses another 1,880 personnel, three air defence systems in war against Ukraine over past day
Zelensky on US–Russia `diesel deal`: We lose strong partner
Ukraine's military intelligence publishes details on seven more Russian propagandists justifying war against Ukraine
Ukrainian and French communities discuss urban resilience and reconstruction in Nice

მიხეილ სააკაშვილი - საერთოდ აღარ მაინტერესებს საქართველოს შიდა პოლიტიკური გარჩევები, იმდენად დიდი მასშტაბის მოვლენა ხდება მსოფლიოში

ნახვები: 551 მიხეილ სააკაშვილი - საერთოდ აღარ მაინტერესებს საქართველოს შიდა პოლიტიკური გარჩევები, იმდენად დიდი მასშტაბის მოვლენა ხდება მსოფლიოში

საერთოდ აღარ მაინტერესებს საქართველოს შიდა პოლიტიკური გარჩევები, იმდენად დიდი მასშტაბის მოვლენა ხდება მსოფლიოში, სადაც მეც მიცნობენ და იცნობენ ჩემს ბრძოლას რუსეთთან, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ საააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, ახლა ფრონტის წინა ხაზზე უნდა იდგეს ჯავშანჟილეტით და ავტომატით.

„ტყვეობის 365 დღე

ეს არის ასევე ქართველების სამამულო ომი,სადაც წყდება ჩვენი ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი.

მინდა დავსვა კითხვა-როგორ არის შესაძლებელი, რომ თანამედროვე არმიის შემქმნელი ამ დიდ ბრძოლას თვალს ვადევნებ ციხიდან?

სხვა თუ არაფერი, ახლა ფრონტის წინა ხაზზე უნდა ვიდგე ჯავშანჟილეტით და ავტომატით. ვალდებული ვარ, როგორც უკრაინის უმაღლესი თანამდებობის პირთა წრის წარმომადგენელი და როგორც უკრაინის რიგითი მოქალაქე, როგორც საქართველოს პატრიოტი, ვიყო იქ, სადაც წყდება უკრაინის და საქართველოს ბედი.

ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ!… ამას ვამბობ, როგორც მთავარსარდალი, რომელმაც პირველად ვიწვნიე რუსეთის სრულმასშტაბიანი თავდასხმა და გადავარჩინე მაშინ თქვენთან ერთად ჩვენი ქვეყანა.

საერთოდ აღარ მაინტერესებს საქართველოს შიდა პოლიტიკური გარჩევები, იმდენად დიდი მასშტაბის მოვლენა ხდება მსოფლიოში, სადაც მეც მიცნობენ და იცნობენ ჩემს ბრძოლას რუსეთთან.

თავისუფლება, ან სიკვდილი!“ – წერს სააკაშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა