ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

უკრაინის სამხედრო დაზვერვა - ხერსონის ბამბის ქარხნის ტერიტორიაზე ოთხი ძლიერი აფეთქება დაფიქსირდა, დაღუპულია 180-მდე რუსი სამხედრო

ნახვები: 552 უკრაინის სამხედრო დაზვერვა - ხერსონის ბამბის ქარხნის ტერიტორიაზე ოთხი ძლიერი აფეთქება დაფიქსირდა, დაღუპულია 180-მდე რუსი სამხედრო

უკრაინის სამხედრო დაზვერვაში აცხადებენ, რომ ხერსონის ბამბის ქარხნის ტერიტორიაზე ოთხი ძლიერი აფეთქება დაფიქსირდა. მათივე ცნობით, დაღუპულია 180-მდე რუსი სამხედრო.

„უკრაინის თავდაცვის ძალების ეფექტური მოქმედებების შედეგად ხერსონის ბამბის ქარხნის ტერიტორიაზე, სადაც ოკუპანტების პირადი შემადგენლობა და აღჭურვილობა იყო განთავსებული, დაფიქსირდა ოთხი ძლიერი აფეთქება. ამ დროისთვის ცნობილია 180-მდე რაშისტის დაღუპვის შესახებ, რომლებიც ქალაქიდან სამი სატვირთოთი გაიყვანეს. კიდევ რამდენიმე ათეული გადაიყვანეს ხერსონის სამედიცინო დაწესებულებებში, რომლებიც კრიტიკულ მდგომარეობაში არიან“, – ნათქვამია დაზვერვის განცხადებაში.

გარდა ამისა, დაზვერვის ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ზაპოროჟიეს რაიონში განხორციელებული დარტყმების შედეგად დაშავებულია 80, ხოლო ვასილიევკის რაიონში განადგურებულია 15 რუსი სამხედრო. ამასთან, დარტყმები განხორციელდა ლუგანსკის და დონეცკის ოლქებშიც, სადაც უკრაინული დაზვერვის ცნობით, რუსებს დიდი ზიანი მიადგათ, როგორც ცოცხალი ძალის, ისე სამხედრო ტექნიკის თვალსაზრისით.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა