ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

ნაჩო სანჩეს ამორი - ურსულა ფონ დერ ლაიენის გამოსვლაში შევნიშნე, რომ საქართველო იმავე დონეზე განიხილება, როგორც უკრაინა და მოლდოვა, ეს კარგი სიახლეა

ნახვები: 533 ნაჩო სანჩეს ამორი - ურსულა ფონ დერ ლაიენის გამოსვლაში შევნიშნე, რომ საქართველო იმავე დონეზე განიხილება, როგორც უკრაინა და მოლდოვა, ეს კარგი სიახლეა

საქართველოსგან რასაც ველოდებით, პოლარიზაციის გადალახვის უნარია, რადგან ის ნებისმიერი ტიპის პროგრესისთვის შემაფერხებელია, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ნაჩო სანჩეს ამორმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროკომისიის პრეზიდენტის დღევანდელ გამოსვლაში შენიშნა, რომ საქართველო იმავე დონზე განიხილება, როგორც უკრაინა და მოლდოვა.

„რაც შევნიშნე დღეს მისის ფონ დერ ლაიენის გამოსვლაში, შემდეგია, რომ საქართველო იმავე დონეზე განიხილება, როგორც უკრაინა და მოლდოვა. ვფიქრობ, ეს კარგი სიახლეა. ხანდახან ჩვენ საქართველოში პოლიტიკურ ცხოვრებას ვაფასებდით, როგორც მთავრობასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის უამრავი წვრილმანი დავის გამო ყურადღების გამფანტველად. ის, რასაც ვურჩევდით ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას ქვეყანაში, ერთად დასხდომა და იმ დღის წესრიგზე საუბარია, რომელიც ევროპული მისწრაფების ვალდებულებებს ეხება. ეს რეკომენდაცია ეხება როგორც მთავრობას, ისე ოპოზიციას, ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას და სამოქალაქო საზოგადოებას. რასაც ველოდებით საქართველოსგან, როგორც ქვეყნისგან და საზოგადოებისგან, პოლარიზაციის გადალახვის უნარია, რადგან ის ნებისმიერი ტიპის პროგრესისთვის შემაფერხებელია“, – განაცხადა ნაჩო სანჩეს ამორმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა