აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბი დოკუმენტების დამზადების საქმეზე ბრალდებული გიორგი ხატიაშვილი არგენტინიდან საქართველოში ექსტრადირებულია
ევროკომისია: რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება 45%-დან 12%-მდე შემცირდა – გაზის იმპორტის სრულად შეწყვეტა 2027 წლის ბოლომდე იგეგმება
ჯორჯია მელონი: უკრაინის დანებება მშვიდობა კი არა, დაპყრობა იქნება – მხოლოდ სამართლიანი მშვიდობა შეიძლება იყოს ხანგრძლივი
Russia launches massive drone attack on Ukraine: Air Defence neutralizes 536 of 580 targets
Russia loses another 1,880 personnel, three air defence systems in war against Ukraine over past day
Zelensky on US–Russia `diesel deal`: We lose strong partner
Ukraine's military intelligence publishes details on seven more Russian propagandists justifying war against Ukraine
Ukrainian and French communities discuss urban resilience and reconstruction in Nice

ირაკლი კობახიძე - უკრაინის ხელისუფლების კონკრეტული ადამიანების ერთადერთი ინტერესია, რომ როგორმე საქართველო მეორე ფრონტად აქციონ, ამას ვერ ეღირსებიან, როგორი შანტაჟიც არ უნდა განახორციელონ

ნახვები: 551 ირაკლი კობახიძე - უკრაინის ხელისუფლების კონკრეტული ადამიანების ერთადერთი ინტერესია, რომ როგორმე საქართველო მეორე ფრონტად აქციონ, ამას ვერ ეღირსებიან, როგორი შანტაჟიც არ უნდა განახორციელონ

გვგონია, რომ მოსახლეობას არ უნდა ომი, მეორე ფრონტი და ამ პოზიციას მაქსიმალურად დავიცავთ. არის კოორდინაცია და ინტერესების თანხვედრა. ერთ მხარესაა „ნაციონალური მოძრაობა“ და მეორე მხარეს არიან – არახამია, პოდოლიაკი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ყველა იცის, რა ინტერესი ამოძრავებთ ამ ადამიანებს.

„ეს ყველაფერი არის აბსურდული და უკვე ამაზე საუბარი მომაბეზრებელიც ხდება. ყველამ ვიცით, რა ინტერესი ამოძრავებთ ამ ადამიანებს, უკრაინის ხელისუფლების კონკრეტულ ადამიანებს ვგულისხმობ და ისინი ამას არც მალავენ. მათი ერთადერთი ინტერესია, რომ როგორმე საქართველო მეორე ფრონტად აქციონ, ამას ვერ ეღირსებიან, როგორი შანტაჟიც არ უნდა განახორციელონ. ჩვენი ხელისუფლება დგას მყარად იმ ინტერესების დასაცავად, რომელიც მოსახლეობას აქვს. გვგონია, რომ მოსახლეობას არ უნდა ომი, მეორე ფრონტი და ამ პოზიციას მაქსიმალურად დავიცავთ. არის კოორდინაცია და ინტერესების თანხვედრა. ერთ მხარესაა „ნაციონალური მოძრაობა“ და მეორე მხარეს არიან – არახამია, პოდოლიაკი. ყველა მეორე ფრონტზე საუბრობს. ხდება ინტერესების თანხვედრა და სწორედ ამის გამოხატულებაა შანტაჟის ის უსუსური მცდელობა, რაც ამ სიით არის წარმოდგენილი. რაც შეეხება სანქციებს, არ ვიცი, აბსურდზე რა რეაგირება უნდა იყოს? – უკრაინის ხელისუფლებამ რაღაცა გადაწყვიტა, არიან ადამიანები, ვისაც მეორე ფრონტი სურთ. დანილოვისა და პოდოლიაკის პოზიციებზე ვცადეთ, რომ რბილად გაგვევლო, ეს ხალხი იძახდა, რომ საქართველოშიც უნდა გაჩაღდეს ომი. ამას დანილოვი და პოდოლიაკი პირდაპირ ამბობდნენ. ეს რაღაცნაირად რბილად გავიარეთ და აქაც იგივე მოგვიწევს. თუ ამ ადამიანებმა გადაწყვიტეს, რომ ჩვენი შანტაჟი სცადონ, როგორ წარმოგიდგენიათ, არახამია-პოდოლიაკი სანქციით დამემუქრონ და ამის გამო პრემიერთან დავჯდე და ომის გაჩაღებაზე სერიოზულად ვიმსჯელებ? – ეს არის აბსურდი და უსუსური მცდელობა“, – განაცხადა კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა