ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

სალომე ზურაბიშვილმა ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა გონგაძე ღირსების ორდენით დააჯილდოვა

ნახვები: 553 სალომე ზურაბიშვილმა ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა გონგაძე ღირსების ორდენით დააჯილდოვა

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა გონგაძე ღირსების ორდენით დააჯილდოვა. პრეზიდენტმა ჯილდო საქართველოს სახელმწიფო გერბის ავტორს, მამუკა გონგაძეს საქართველოს სახელმწიფო ჰერალდიკის განვითარებაში შეტანილი უდიდესი პირადი წვლილისა და უმაღლესი პროფესიონალიზმისთვის, ქვეყნისა და საქმის ერთგული, ხანგრძლივი სამსახურისათვის პირადად გადასცა.

„სახელმწიფო სიმბოლოების შექმნის პროცესში თქვენ ძალიან დიდი დამსახურება გაქვთ. ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე ქვეყნის ჰერალდიკა საჭირო იყო დაფუძნებულიყო სწორედ მის წარსულზე და ამ საქმეში თქვენ ძალიან ბევრი გააკეთეთ“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მამუკა გონგაძემ პრეზიდენტს სახელმწიფო ჯილდოსთვის მადლობა გადაუხადა.

„ჰერალდიკა ეს არის ენა, რომლითაც სახელმწიფო გარე სამყაროსა და თავის მოქალაქეებს ესაუბრება და გადმოსცემს იმ ღირებულებებს, რაზედაც დგას.

ეს ჯილდო იმ საქმიანობის ერთგვარი აღიარებაა, რომელსაც მე მარტო არ ვეწეოდი. ჩემთან ერთად იყვნენ ენთუზიასტები, ამ საქმის პროფესიონალები. ეს ჩემთვის პირადად დიდი პატივია“, – განაცხადა მამუკა გონგაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა