ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

ხატია დეკანოიძე - მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რათა ევროკავშირის 12 რეკომენდაცია შესრულდეს და ოპოზიციას არ დაბრალდეს მისი ჩაგდება

ნახვები: 534 ხატია დეკანოიძე - მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რათა ევროკავშირის 12 რეკომენდაცია შესრულდეს და ოპოზიციას არ დაბრალდეს მისი ჩაგდება

ჩვენ უნდა გავაკეთოთ მაქსიმუმი, რათა 12 რეკომენდაცია შესრულდეს და ოპოზიციას არ დაბრალდეს 12 პუნქტის ჩაგდება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

როგორც ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, სასწრაფოდ დეკემბრამდე უნდა შესრულდეს ეს რეკომენდაციები.

„ჩვენი პოზიცია რჩება იგივე. ეს იყო, რომ საპარლამენტო სასესიო დარბაზში მონაწილეობა მიგვეღო დებატებში, მათ შორის, კომიტეტების მოსმენებზე და კომიტეტებზე. უნდა შემუშავდეს რეალური ფორმატი და საკანონმდებლო ინიციატივები, მათ შორის, ინკლუზიურად ყველასთან ერთად, ჩვენ ამისთვის ვემზადებით.  ილუზია არ გვაქვს, რომ „ქართული ოცნების“ რეალური ამოცანა არის ინკლუზიური პროცესის შექმნა. ჩვენი ილუზია არ არის, რომ „ქართული ოცნება“ ისწრაფვის და 12 რეკომენდაციის შესრულების პოლიტიკური ნება აქვს. ჩვენ გვაკისრია პასუხისმგებლობა საერთაშორისო პარტნიორებისა და მოქალაქეების წინაშე, უნდა გავაკეთოთ მაქსიმუმი, რათა 12 რეკომენდაცია შესრულდეს და ოპოზიციას არ დაბრალდეს 12 პუნქტის ჩაგდება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. შესაბამისად, თითოეული ჩვენგანის პოზიცია იქნება, რომ სასწრაფოდ, დეკემბრამდე შესრულდეს ეს რეკომენდაციები“, – განაცხადა დეკანოიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა