აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბი დოკუმენტების დამზადების საქმეზე ბრალდებული გიორგი ხატიაშვილი არგენტინიდან საქართველოში ექსტრადირებულია
ევროკომისია: რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება 45%-დან 12%-მდე შემცირდა – გაზის იმპორტის სრულად შეწყვეტა 2027 წლის ბოლომდე იგეგმება
ჯორჯია მელონი: უკრაინის დანებება მშვიდობა კი არა, დაპყრობა იქნება – მხოლოდ სამართლიანი მშვიდობა შეიძლება იყოს ხანგრძლივი
Russia launches massive drone attack on Ukraine: Air Defence neutralizes 536 of 580 targets
Russia loses another 1,880 personnel, three air defence systems in war against Ukraine over past day
Zelensky on US–Russia `diesel deal`: We lose strong partner
Ukraine's military intelligence publishes details on seven more Russian propagandists justifying war against Ukraine
Ukrainian and French communities discuss urban resilience and reconstruction in Nice

ჩეხეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ვიზების გაცემის შეზღუდვას მხარს უჭერს

ნახვები: 551 ჩეხეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ვიზების გაცემის შეზღუდვას მხარს უჭერს

ჩეხეთი, რომელიც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა, რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ვიზების გაცემის შეზღუდვას მხარს უჭერს და საკითხზე ევროკავშირში დისკუსიებს წამოიწყებს. როგორც ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იან ლიპავსკი აცხადებს, რუსეთი უნდა მიხვდეს, რომ მისი საომარი პოლიტიკა შედეგების გარეშე არ ჩაივლის.

ჩეხი დიპლომატის თქმით, პრაღა შეეცდება რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესების საკითხი აგვისტოს ბოლოს, ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე დააყენოს.

მანამდე ლიპავსკიმ ამ საკითხზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ვიზების გაცემის შეზღუდვას გამართლებულ და ეფექტურ ზომად მიიჩნევს.

„რუსეთის აგრესიის პერიოდში, როდესაც მისი საზღვრები მუდმივად იცვლება, არ შეიძლება, რომ საუბარიც კი იყოს რუსეთის მოქალაქეებისთვის ჩვეულებრივ ტურიზმზე“, – განაცხადა მან ჩეხურ მედიასთან საუბარში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა