აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბი დოკუმენტების დამზადების საქმეზე ბრალდებული გიორგი ხატიაშვილი არგენტინიდან საქართველოში ექსტრადირებულია
ევროკომისია: რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება 45%-დან 12%-მდე შემცირდა – გაზის იმპორტის სრულად შეწყვეტა 2027 წლის ბოლომდე იგეგმება
ჯორჯია მელონი: უკრაინის დანებება მშვიდობა კი არა, დაპყრობა იქნება – მხოლოდ სამართლიანი მშვიდობა შეიძლება იყოს ხანგრძლივი
Russia launches massive drone attack on Ukraine: Air Defence neutralizes 536 of 580 targets
Russia loses another 1,880 personnel, three air defence systems in war against Ukraine over past day
Zelensky on US–Russia `diesel deal`: We lose strong partner
Ukraine's military intelligence publishes details on seven more Russian propagandists justifying war against Ukraine
Ukrainian and French communities discuss urban resilience and reconstruction in Nice

შალვა პაპუაშვილი - ევროკომისიის 12 პუნქტზე მუშაობის ჩარჩო იყო, რომ ეს პროცესი ყოფილიყო ინკლუზიური, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ორი დამხმარე პარტია ცდილობენ, ეს პროცესი დააზიანონ

ნახვები: 551 შალვა პაპუაშვილი - ევროკომისიის 12 პუნქტზე მუშაობის ჩარჩო იყო, რომ ეს პროცესი ყოფილიყო ინკლუზიური, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ორი დამხმარე პარტია ცდილობენ, ეს პროცესი დააზიანონ

„ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ორი დამხმარე პარტია გამიჯნული საპარლამენტო საქმიანობიდან და ხედავთ, რომ ცდილობენ, ყველანაირად დააზიანონ ეს პროცესი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საპარლამენტო ფორმატში ევროკომისიის 12 პუნქტზე მუშაობასთან დაკავშირებით განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, 12 პუნქტზე მუშაობის ჩარჩო იყო, რომ ეს ყოფილიყო ინკლუზიური პროცესი, სადაც ყველა საპარლამენტო პარტია ერთად იმუშავებდა.

„სწორედ ეს ფორმატი გახსნა პარლამენტმა. სამწუხაროდ, არის სამი პარტია ოპოზიციაში, რომელიც საპარლამენტო საქმიანობას გაემიჯნა. რვა საპარლამენტო ჯგუფიდან ხუთი მონაწილეობს ამ 12 პუნქტზე. ამიტომ, მრავალპარტიული ფორმატია. „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ორი დამხმარე პარტია გამიჯნული საპარლამენტო საქმიანობიდან და ხედავთ, რომ ცდილობენ, ყველანაირად დააზიანონ ეს პროცესი, რაც სამწუხაროა. როდესაც სიტყვით საუბრობენ ევროპულობაზე, საქმით ადასტურებენ ანტიდასავლურობას – თავისი ქცევით, თავისი პოლიტიკით, გადაწყვეტილებებით. ამას საზოგადეობა ხედავს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა