ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

ეთნიკური შუღლი როცა ღვივდება, პირველივე დღეს უნდა გამოეხმაუროს სახალხო დამცველი-კობახიძე

ნახვები: 552 ეთნიკური შუღლი როცა ღვივდება, პირველივე დღეს უნდა გამოეხმაუროს სახალხო დამცველი-კობახიძე

დისკრიმინაციული კამპანია, ეთნიკური შუღლი, შოვინიზმი როდესაც ღვივდება, პირველივე დღეს და პირველივე წამებზე უნდა გამოეხმაუროს ამას სახალხო დამცველი. არავითარი განცხადება ჯერჯერობით მისგან არ გვესმის, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სახალხო დამცველი პირდაპირ არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში.

„წინა ქსენოფობიური კამპანია როცა აგორდა „ნაცმოძრაობის“ მიერ, მაშინ 10 დღე დასჭირდა სახალხო დამცველს, ჩვენი მოწოდებების მიუხედავად, ვიდრე გააკეთებდა განცხადებას ქსენოფობიასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ ეს არის სახალხო დამცველის პირდაპირი მოვალეობა. როდესაც ღვივდება დისკრიმინაციული კამპანია, ეთნიკური შუღლი, შოვინიზმი, პირველივე დღეს და პირველივე წამებზე უნდა გამოეხმაუროს ამას სახალხო დამცველი, 10 დღე დასჭირდა მაშინ, მარტში, ვიდრე გამოეხმაურებოდა ამ განცხადებას და ახლა არავითარი განცხადება ჯერჯერობით მისგან არ გვესმის.

ეს ადამიანი არის პირდაპირ ჩართული პოლიტიკურ პროცესებში, მეტიც, როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ის იყო პირდაპირ ჩართული კამპანიაში, რომლის ფარგლებშიც მოხდა, მაგალითად, მთავრობის გადადგომის მოთხოვნის წამოყენება, ე.წ. ტექნიკური მთავრობის შექმნის მოთხოვნა. ის ცდილობს პოლიტიკოსობას, რეიტინგი არ აქვს, მაგრამ ცდილობს. საბოლოო ჯამში, თუ არ ვცდები, 7 დეკემბერს გასდის ვადა და საბოლოოდ შეიძენს იმ სტატუსს, რომელიც არაფორმალურად დღესაც აქვს, ცდილობს, იყოს პოლიტიკოსი. საბოლოოდ, დეკემბერში გახდება ალბათ პოლიტიკოსი“, – განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, კობახიძემ კომენტარი გააკეთა მომავალი სახალხო დამცველის არჩევის საკითხზეც და აღნიშნა, რომ სახალხო დამცველი უნდა აირჩეს შეთანხმებით უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის, რასაც ფართო კონსულტაციები სჭირდება.

მისივე განცხადებით, კანდიდატურაზე ერთობლივად უნდა ჩამოყალიბდნენ და შემდეგ პარლამენტში კენჭი უყარონ.

„ჩვენ ვერ გვეყოლება კანდიდატი იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სახალხო დამცველი უნდა აირჩეს შეთანხმებით უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის, ამას სჭირდება ფართო კონსულტაციები. ეს კონსულტაციები დაიწყება სექტემბრიდან. მანამდე ჩვენ ოპოზიციას შევთავაზებთ შერჩევის ინკლუზიურ პროცედურას. ამის შემდეგ ერთობლივად უნდა ჩამოვყალიბდეთ კანდიდატურაზე და შემდეგ პარლამენტი უყრის კენჭს“, – აღნიშნა კობახიძემ.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა