აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბი დოკუმენტების დამზადების საქმეზე ბრალდებული გიორგი ხატიაშვილი არგენტინიდან საქართველოში ექსტრადირებულია
ევროკომისია: რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება 45%-დან 12%-მდე შემცირდა – გაზის იმპორტის სრულად შეწყვეტა 2027 წლის ბოლომდე იგეგმება
ჯორჯია მელონი: უკრაინის დანებება მშვიდობა კი არა, დაპყრობა იქნება – მხოლოდ სამართლიანი მშვიდობა შეიძლება იყოს ხანგრძლივი
Russia launches massive drone attack on Ukraine: Air Defence neutralizes 536 of 580 targets
Russia loses another 1,880 personnel, three air defence systems in war against Ukraine over past day
Zelensky on US–Russia `diesel deal`: We lose strong partner
Ukraine's military intelligence publishes details on seven more Russian propagandists justifying war against Ukraine
Ukrainian and French communities discuss urban resilience and reconstruction in Nice

ვოლოდიმირ ზელენსკი - უსაფრთხოების გლობალურმა არქიტექტურამ ვერ იმუშავა

ნახვები: 551 ვოლოდიმირ ზელენსკი - უსაფრთხოების გლობალურმა არქიტექტურამ ვერ იმუშავა

ბოლო პერიოდში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მოსული ინფორმაცია კონფლიქტურ სიტუაციებთან დაკავშირებით, იქნება ეს ბალკანეთი, ტაივანი, თუ სამხრეთ კავკასია, ერთ რამეზე მეტყველებს, მიუხედავად იმისა, რომ ეს სიტუაციები ერთმანეთისგან განსხვავდება, მათ ერთი ფაქტორი აერთიანებს – უსაფრთხოების გლობალურმა არქიტექტურამ ვერ იმუშავა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, ეს სწორედ ის არის, რაზეც უკრაინა ყურადღებას უკვე წლებია, ამახვილებს, მას შემდეგ რაც, რუსეთმა საერთაშორისო სამართლის ნორმები დაარღვია.

„2014 წელი გარდამტეხი მომენტი იყო. მაშინ სრულიად აშკარა ვითარებაში – ყირიმთან, დონბასთან, ჩამოგდებულ მალაიზიურ „ბოინგთან“, რუსეთმა თავი აარიდა დაუყოვნებლივ და ხელშესახებ პასუხისმგებლობას, შეინარჩუნა ბიზნეს-პოლიტიკური კავშირები სამყაროსთან. ახლა გლობალურ ურთიერთობებში მრავალს სჯერა, რომ ესეც გამოუვა. სწორედ ამიტომ, უკრაინელები ახლა აკეთებენ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ყველასთვის მსოფლიოში. ჩვენმა ერმა გააერთიანა თავისუფალი სამყარო არამხოლოდ საკუთარი თავისუფლებისთვის ბრძოლაში, არამედ იმ გაგებით, თუ რამდენად მყიფეა ჩვენი თავისუფლება. ამ სიმყიფის დაცვა შესაძლებელია მხოლოდ ერთობლივი ქმედებებით და ამან რომ იმუშავოს ხანგრძლივ პერსპექტივაში, საჭიროა გლობალური უსაფრთხოების ეფექტური არქიტექტურა, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ვერც ერთმა სახელმწიფომ ვეღარასდროს მიმართოს სხვა სახელმწიფოს ტერორს“, -აცხადებს ზელენსკი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა