ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

ოცნებიდან ფორმალურად წასულები სამოქალაქო მოძრაობას აყალიბებენ

ნახვები: 553 ოცნებიდან ფორმალურად წასულები სამოქალაქო მოძრაობას აყალიბებენ

ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულები სამოქალაქო მოძრაობად ჩამოყალიბდებიან. განცხადება სოზარ სუბარმა გააკეთა.

მისი თქმით, მიზანია, "საზოგადოებას სიმართლე უთხრან".

"მიზანი იქნება, ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ საჯარო პოლიტიკაში ძალიან ბევრ კითხვას გაეცეს პასუხი, რაზეც პასუხები აქამდე ხშირად არ იძლეოდა და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველოს ავაცილოთ თავიდან ომის საფრთხე და საქართველოს ევროპული გზა, საქართველოს ევროპაში ინტეგრაცია იყოს შეუქცევადი.

ცხადია, თუკი მოხდება ომი, ამ შემთხვევაში ვერანაირ ევროპაზე, ვერანაირ ნატოზე, ვერანაირ ევროკავშირზე ვერ ვილაპარაკებთ, საქართველოს სახელმწიფოებრიობა რამდენი ხნით გაუქმდება და როდის შევძლებთ აღდგენას, აი ეს იქნება ერთადერთი ჩვენი ამოცანა და საფიქრალი, ამიტომ ჩვენ ყველაფერს იმისთვის, რომ ეს საფრთხეები ავაცილოთ ქვეყანას", - განაცხადა სუბარმა.

ამ მოძრაობაში იქნება ოცნებიდან წასული 4 დეპუტატი - სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი და გურამ მაჭარაშვილი. ასევე, რეგიონების საკრებულოებიდან რამდენიმე წევრი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა