ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

სოზარ სუბარი - ბიძინა ივანიშვილის წერილიდან, ელჩის პასუხიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ, საზოგადოებრივი მოძრაობა ჩამოვაყალიბოთ

ნახვები: 552 სოზარ სუბარი - ბიძინა ივანიშვილის წერილიდან, ელჩის პასუხიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ, საზოგადოებრივი მოძრაობა ჩამოვაყალიბოთ

ჩვენს რეგიონში როდესაც ასეთი მძიმე ბრძოლა ხდება, ყველაზე დიდი ომი ევროპის კონტინენტზე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ყოველწუთიერად არსებობს საფრთხე, რომ ამ ომში შეიძლება, საქართველო აღმოჩნდეს ჩათრეული, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

„გუშინ გამოქვეყნებულ წერილში ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დაადასტურა ის, რასაც ჩვენ ამდენი ხანია, ვამბობთ, რომ ძალიან რეალური იყო საქართველოს ომში ჩართვის საქმე და მართალია, დღეს ეს საფრთხე შემცირდა, მაგრამ ბოლომდე არ არის აღმოფხვრილი. საფრთხე არსებობს და როდესაც ჩვენს რეგიონში ასეთი მძიმე ბრძოლა ხდება, ყველაზე დიდი ომი ევროპის კონტინენტზე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რა თქმა უნდა, ყოველწუთიერად არსებობს საფრთხე, რომ ამ ომში შეიძლება, საქართველო აღმოჩნდეს ჩათრეული. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ომი ავაცილოთ თავიდან ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს და ამისთვის ზოგჯერ საჭიროა, რომ ის, რაც ხდება კულისებში, ის, რაც ხდება საჯარო პოლიტიკის მიღმა, გადმოვიტანოთ საზოგადოების სამსჯავროზე, საზოგადოებას ვუთხრათ მეტი სიმართლე, მივაწოდოთ მეტი ინფორმაცია, რადგან სწორედ დახურულ პოლიტიკაში არის ყველაზე დიდი საფრთხე, რომ მიღებულ იქნას ისეთი გადაწყვეტილებები, რაც არ იქნება ჩვენი ქვეყნისთვის სასარგებლო, პირიქით, იქნება დამანგრეველი ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისივე თქმით, საზოგადოებრივი მოძრაობის ჩამოყალიბება დამოუკიდებელმა დეპუტატებმა ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი წერილიდან და აშშ-ის ელჩის დღევანდელი პასუხიდან გამომდინარე გადაწყვიტეს.

„სწორედ გუშინდელი წერილიდან, დღევანდელი ელჩის პასუხიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ, რომ იმ ჩვენი ურთიერთობებისთვის, რომლებიც ამდენი ხნის განმავლობაში გვაქვს ჩვენს წარმომადგენლებთან რეგიონებში, ერთმანეთთან, გარკვეულწილად ფორმალური სახე მიგვეცა და საზოგადოებრივი მოძრაობა ჩამოვაყალიბოთ, რომლის მიზანიც სწორედ იქნება, ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ საჯარო პოლიტიკაში ძალიან ბევრ კითხვას გაეცეს პასუხი, რასაც აქამდე პასუხები ხშირად არ ეძლეოდა და ყველაფერი გავაკეთოთ, რათა საქართველოს ავაცილოთ თავიდან ომის საფრთხე და საქართველოს ევროპული გზა, საქართველოს ევროპაში ინტეგრაცია იყოს შეუქცევადი. ცხადია, თუკი მოხდება ომი, ამ შემთხვევაში ვერანაირ ევროპაზე, ვერანაირ ნატო-ზე, ვერანაირ ევროკავშირზე ვერ ვილაპარაკებთ, საქართველოს სახელმწიფოებრიობა რამდენი ხნით გაუქმდება და როდის შევძლებთ აღდგენას, ეს იქნება ერთადერთი საფიქრალი, ამიტომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს საფრთხეები ავაცილოთ ქვეყანას“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა