ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day
FM Sybiha: Ukraine plans to buy weapons from Poland by year-end using EUR 125M loan
Defense Forces strike Russian Irbis mobile radar station
US considering easing sanctions on shadow fleet – Reuters
Zelensky, Macron discuss ways to counter Russian air attacks

იაგო ხვიჩია - მოვუწოდებ ნიკა მელიას, ციხიდან გამოვიდეს ძალიან საპატიო პირობით

ნახვები: 495 იაგო ხვიჩია - მოვუწოდებ ნიკა მელიას, ციხიდან გამოვიდეს ძალიან საპატიო პირობით

მოვუწოდებ ნიკა მელიას, ციხიდან გამოვიდეს იმ ძალიან საპატიო პირობით, რომელიც ევროკავშირის მიერაა შეთავაზებული, - ამის შესახებ „გირჩის" წევრმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, შეთანხმება მელიას გათავისუფლების ორ გზას ითვალისწინებდა. იაგო ხვიჩიას განმარტებით, პირველის აღსრულება თავად ნიკა მელიას მიზეზით ვერ ხორციელდება და ასეთ შემთხვევაში, მეორე გზაზე სხვა პოლიტიკური პარტიების, მათ შორის ხელისუფლების დამუნათება გულწრფელი ქმედება არაა.

„არ მგონია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" გულწრფელად აწუხებს ზუსტად ის საკითხი, რასაც მივიღებთ ამნისტიიის შედეგად. ამაში ეს ხალხი გულწრფელი რომ იყოს, ამნისტია იყო მეორე გზა იმ პრობლემის მოსაგვარებლად, რასაც ნიკა მელიას ციხიდან გამოსვლა ჰქვია. პირველი გზა ძალიან საპატიო იყო, იმდენად საპატიო, რომ, ჩემი აზრით, სამყაროში ნებისმიერი პატიმარი ციხიდან გარეთ სიამაყით გამოვიდოდა, როდესაც ევროკავშირი შენს გირაოს თანხას იხდის. ანუ, ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ შენ ბანდიტად, ხულიგნად და კრიმინალად კი არ გთვლიან, არამედ მიაჩნიხარ ადამიანად, რომელიც ციხეში არ უნდა იჯდეს. როცა ამაზე უარს აცხადებს, ნიკა მელიაც და „ნაციონალური მოძრაობაც" იღებენ პასუხისმგებლობას ამ ამნისტიაზე. შეთანხმების ამბავი იყო ის, რომ ერთი ან მეორე გზა უნდა აგვესრულებინა. პირველის აღსრულება ვერ ხორციელდება თავად ნიკა მელიას და „ნაციონალური მოძრაობის" ბრალით. შესაბამისად, მეორე გზაზე სხვა პოლიტიკური პარტიების, მათ შორის ხელისუფლების დამუნათება არაგულწრფელი ქმედება მგონია. ასეთ ქმედებებს ქვეყნის ინტერესები არ უნდა გადავაყოლოთ. მოვუწოდებ ნიკა მელიას, ციხიდან გამოვიდეს იმ ძალიან საპატიო პირობით, რომელიც ევროკავშირის მიერაა შეთავაზებული", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა