ზელენსკის ჩასვლა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის YouTube-არხზე პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.
დღეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიუ კოშტას თავმჯდომარეობით, უკრაინასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ და პრეზიდენტ ზელენსკის მოხსენებას მოისმენენ.
მოსალოდნელია, რომ შეხვედრის დასრულების შემდეგ ევროპელი ლიდერები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ მზადყოფნას, გააძლიერონ ზეწოლა რუსეთზე უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის შესაწყვეტად და განაგრძონ კიევის მხარდაჭერა.
განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი უკრაინის 2027 წლის ფინანსური საჭიროებები იქნება. ევროკავშირის ლიდერები იმსჯელებენ, როგორ უნდა დაიფაროს ქვეყნის ბიუჯეტში მოსალოდნელი დაფინანსების დეფიციტი.
ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ზელენსკი ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს, მათ შორის ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიუ კოშტასთან და ევროპის ქვეყნების ლიდერებთან.
შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდება უკრაინის სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერის გაგრძელებასა და რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერებაზე.
ამასთან, „უკრინფორმის“ ცნობით, 13 ოქტომბერს ლუქსემბურგში გამართულ მთავრობათაშორის კონფერენციაზე ევროკავშირმა უკრაინის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებში ოფიციალურად გახსნა კიდევ ორი თემატური კლასტერი.
წყარო: „უკრინფორმი“