According to a BBC News report, the Central Bank of Russia has issued 1.56 trillion rubles in new cash into circulation, marking the largest increase for the equivalent period outside of the COVID-19 pandemic.This surge is largely driven by repeated mobile internet shutdowns—implemented by the Kremlin to counter Ukrainian drone strikes—which have forced Russians to revert to cash when electronic card payments and ATMs fail. Additionally, mounting economic pressures, including new wartime tax hikes, have led to more citizens and businesses opting to use cash to bypass digital transaction limits and dodge taxes.
(BBC: რუსეთში ნაღდი ფულის ემისია რეკორდულად გაიზარდა — მიზეზად დრონების გამო ინტერნეტის გათიშვა და ეკონომიკური ზეწოლა სახელდება
BBC News-ის ინფორმაციით, რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა მიმოქცევაში 1.56 ტრილიონი რუბლის ახალი ნაღდი ფული გაუშვა, რაც COVID-19-ის პანდემიის პერიოდის გამოკლებით, წლის შესაბამის მონაკვეთში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
გამოცემის ცნობით, ნაღდი ფულის მასშტაბური ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მობილური ინტერნეტის განმეორებითი გათიშვებია, რომელსაც კრემლი უკრაინული დრონებით თავდასხმების თავიდან ასაცილებლად მიმართავს. შედეგად, ელექტრონული გადახდებისა და ბანკომატების მუშაობის შეფერხების გამო, მოქალაქეები უფრო ხშირად ნაღდ ფულს იყენებენ.
BBC ასევე აღნიშნავს, რომ ნაღდი ფულის მოხმარების ზრდას ხელს უწყობს ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერებაც, მათ შორის ომის პირობებში დაწესებული ახალი საგადასახადო ცვლილებები. გამოცემის შეფასებით, მოქალაქეთა და ბიზნესის ნაწილი ნაღდი ანგარიშსწორების გამოყენებას ამჯობინებს, რათა ციფრულ ტრანზაქციებზე დაწესებულ შეზღუდვებსა და საგადასახადო კონტროლს გვერდი აუაროს.)