ტრამპი: ირანი ჰორმუზის სრუტეში გადასახადებს არ აწესებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოლაპარაკებები დასრულდება
უკრაინის გენშტაბი: დრონებით ორენბურგის გაზისა და ჰელიუმის ქარხნებს დავარტყით
საბაზისო პროდუქტებზე ფასების შესადარებლად ახალი პორტალი – „ელექტრონული კალათა“ ამოქმედდა
რომან გოცირიძე: ირანისთვის განკუთვნილი 300-მილიარდიანი ფონდი უფრო რეალისტურად გამოიყურება, ვიდრე უკრაინასთან დაკავშირებული ანალოგიური სქემა
გოჩა მირცხულავა: პოლიტიკური ბოროტება იწყება მაშინ, როდესაც პოლიტიკა მოლოდინების მართვის ტექნოლოგიად იქცევა
მარიამ მეყანწიშვილი: ბრალდება უსაფუძვლოა, 4 ოქტომბრის მოვლენების გამო უკანაც რომ დავბრუნდე, ისევ იქ ვიდგები
კარაფანო: აშშ არც ხელისუფლების და არც ოპოზიციის პრობლემების გადაწყვეტას არ აპირებს
კარაფანო: აშშ საქართველოსთან თანამშრომლობას მზადაა, თუმცა ურთიერთობების გაღრმავებისთვის კონკრეტულ შედეგებს ელოდება

ტრამპი: ირანი ჰორმუზის სრუტეში გადასახადებს არ აწესებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოლაპარაკებები დასრულდება

24.06.2026 ნახვები: 171

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანის ხელისუფლებამ ვაშინგტონს აცნობა, რომ ჰორმუზის სრუტეში მოძრავი გემებისთვის არანაირ გადასახადს, სადაზღვევო მოსაკრებელს ან სხვა სახის საფასურს არ აწესებს.

ტრამპმა აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე გავრცელებული ცნობები „ყალბი მედიის“ მიერ ვრცელდება.

„თუ ეს ინფორმაცია მცდარი აღმოჩნდება, მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ დასრულდება“, – აცხადებს ტრამპი.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა უარყო ინფორმაცია, თითქოს ვაშინგტონმა თეირანს ფინანსური რესურსები გადასცა ან ირანის კუთვნილ აქტივებზე კონტროლი მოხსნა.

ტრამპის თქმით, აშშ ირანის გარკვეული ფინანსური რესურსების ნაწილის გამოყენებას მხოლოდ იმ პირობით განიხილავს, რომ აღნიშნული თანხები ამერიკელი ფერმერებისა და მეცხოველეებისგან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესაძენად დაიხარჯოს.

„ჩვენ გავათავისუფლებთ მათი თანხების ნაწილს, რომელიც მთლიანად ჩვენი კონტროლის ქვეშაა, რათა გამოვიყენოთ ჩვენი ფერმერებისა და მეცხოველეებისგან სიმინდის, ხორბლის, სოიოსა და სხვა პროდუქტების შესაძენად. ირანში საკვები პროდუქტების მწვავე დეფიციტია და მათთვის საჭირო სურსათს მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატებიდან შევიძენთ“, – წერს ტრამპი.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა