გოჩა მირცხულავა - ავტორიტარიზმის პირველი მსხვერპლი თავისუფლება კი არ არის - პირველი მსხვერპლი ემპათი
საქართველო-ირანის ურთიერთობები და საგარეო-პოლიტიკური ტენდენციები: ფაქტები, მოვლენები და ღია წყაროები
Heritage Foundation-ის ექსპერტი ჯეიმს კარაფანო აცხადებს, რომ შეერთებული შტატები საქართველოში არც ხელისუფლების და არც ოპოზიციის მხარეს არ დადგება და ქვეყნის შიდა პოლიტიკური პროცესების გადაწყვეტას თავად ქართველ საზოგადოებას ანდობს.
Independence TV Media-სთან საუბარში კარაფანომ აღნიშნა, რომ ვაშინგტონი არ აპირებს უგულებელყოს პოლიტიკური გარემოსა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საკითხები, თუმცა ასევე არ გეგმავს რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდაჭერას ხელისუფლების წინააღმდეგ. მისი შეფასებით, საქართველოში არსებული ოპოზიცია ფრაგმენტირებულია და ამ ეტაპზე საზოგადოებისათვის მკაფიო ალტერნატივის შეთავაზებას ვერ ახერხებს.
ამასთან, კარაფანოს თქმით, აშშ საქართველოს მთავრობასაც არ მისცემს გარანტიას, რომ ქვეყნის შიდა პრობლემებზე თვალს დახუჭავს. მისი განცხადებით, ვაშინგტონის მიდგომა პრაგმატულია და ორიენტირებულია იმაზე, რომ საქართველო იყოს უფრო სტაბილური, პროგნოზირებადი და ეფექტიანი პარტნიორი.
კარაფანომ ასევე აღნიშნა, რომ აშშ არ აპირებს საქართველოს შიდა პოლიტიკური კრიზისების მოგვარებას და არც ოპოზიციის მოთხოვნების რეალიზებას საკუთარ პასუხისმგებლობად მიიჩნევს. მისი თქმით, ქვეყნის პოლიტიკური მომავლის განსაზღვრა თავად ქართველ ხალხზეა დამოკიდებული.
წყარო: კახა შარაშანიძის ინტერვიუ ჯეიმს კარაფანოსთან, Independence TV Media
გოჩა მირცხულავა - ავტორიტარიზმის პირველი მსხვერპლი თავისუფლება კი არ არის - პირველი მსხვერპლი ემპათი
საქართველო-ირანის ურთიერთობები და საგარეო-პოლიტიკური ტენდენციები: ფაქტები, მოვლენები და ღია წყაროები
გოჩა მირცხულავა: ეპისკოპოსებს თუ არ სურთ, რომ ხელისუფლების ინსტრუმენტები გახდნენ, მაშინ დამოუკიდებელ
გოჩა მირცხულავა: ოპოზიციიდან ზოგმა ივანიშვილთან პირდაპირ ითანამშრომლა, ზოგმა კი თავისი სასარგებლო იდ
გოჩა მირცხულავა - „ქართული ოცნების“ მცდელობები, მოჩვენებითად თუ საქმით დაანახონ დასავლეთს, რომ „ჩვენ