გოჩა მირცხულავა - ავტორიტარიზმის პირველი მსხვერპლი თავისუფლება კი არ არის - პირველი მსხვერპლი ემპათი
საქართველო-ირანის ურთიერთობები და საგარეო-პოლიტიკური ტენდენციები: ფაქტები, მოვლენები და ღია წყაროები
ათონელის სასახლესთან 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულმა მარიამ მეყანწიშვილმა სასამართლოში საბოლოო სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდება სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია და ის თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.
მეყანწიშვილის თქმით, მას არ ჩაუდენია ის ქმედებები, რასაც გამოძიება ედავება და არ ყოფილა რაიმე ძალადობრივი ჯგუფის ორგანიზატორი. მისივე განცხადებით, საქმეში არსებული მტკიცებულებები უკანონოდ არის მოპოვებული, ხოლო გამოძიებამ ვერ დაასაბუთა კონკრეტულად რა ქმედებების გამო ედება ბრალი.
ბრალდებულმა ყურადღება საკუთარ დაკავებაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ თუ სამართალდამცავებს დანაშაულის ჩადენის შესახებ მტკიცებულებები ჰქონდათ, გაუგებარია, რატომ არ მოხდა მისი დაკავება დაუყოვნებლივ და არა რამდენიმე დღის შემდეგ.
სასამართლოში გამოსვლისას მეყანწიშვილმა ასევე ისაუბრა ოჯახის შესახებ და განაცხადა, რომ რუსთაველის გამზირზე პროტესტში მონაწილეობა იმ ღირებულებებს უკავშირდება, რომლებიც მშობლებმა ასწავლეს. მისი თქმით, წარსულში დაბრუნების შემთხვევაშიც იგივე გადაწყვეტილებას მიიღებდა და საპროტესტო აქციებზე კვლავ მივიდოდა.
მეყანწიშვილის განცხადებით, მისი დაკავების ფორმამ უარყოფითი გავლენა მოახდინა მის არასრულწლოვან შვილზე და ბავშვს ფსიქოლოგიური ტრავმა მიაყენა.
ცნობისთვის, მარიამ მეყანწიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას გულისხმობს.
გოჩა მირცხულავა - ავტორიტარიზმის პირველი მსხვერპლი თავისუფლება კი არ არის - პირველი მსხვერპლი ემპათი
საქართველო-ირანის ურთიერთობები და საგარეო-პოლიტიკური ტენდენციები: ფაქტები, მოვლენები და ღია წყაროები
გოჩა მირცხულავა: ეპისკოპოსებს თუ არ სურთ, რომ ხელისუფლების ინსტრუმენტები გახდნენ, მაშინ დამოუკიდებელ
გოჩა მირცხულავა: ოპოზიციიდან ზოგმა ივანიშვილთან პირდაპირ ითანამშრომლა, ზოგმა კი თავისი სასარგებლო იდ
გოჩა მირცხულავა - „ქართული ოცნების“ მცდელობები, მოჩვენებითად თუ საქმით დაანახონ დასავლეთს, რომ „ჩვენ