გოჩა მირცხულავა - ავტორიტარიზმის პირველი მსხვერპლი თავისუფლება კი არ არის - პირველი მსხვერპლი ემპათი
საქართველო-ირანის ურთიერთობები და საგარეო-პოლიტიკური ტენდენციები: ფაქტები, მოვლენები და ღია წყაროები
ყოფილი დეპუტატის, რომან გოცირიძე შეფასებით, ირანისთვის 300 მილიარდი დოლარის მოცულობის აღდგენითი ფონდის შექმნის იდეა, მიუხედავად არსებული კითხვებისა, შედარებით უფრო რეალისტურია, ვიდრე უკრაინასთან დაკავშირებული ანალოგიური ფინანსური მექანიზმი.
გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ირანის მიერ მოთხოვნილი 300 მილიარდი დოლარის ოდენობის ზიანის ანაზღაურების საფუძველი მკაფიოდ დათვლილი არ არის. მისი განმარტებით, ეს ციფრი პირველად 2026 წლის აპრილში ირანის ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაასახელეს, მოგვიანებით კი საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესში პრაქტიკულად უცვლელად დამკვიდრდა.
მისი თქმით, უკრაინის შემთხვევაშიც ფიგურირებდა 300 მილიარდი დოლარის მოცულობის ფონდი, თუმცა განსხვავებული დანიშნულებით. გოცირიძის განმარტებით, საუბარი იყო მექანიზმზე, რომლის მიხედვითაც უკრაინას ბუნებრივი რესურსებისა და ინფრასტრუქტურის გამოყენებით მიღებული შემოსავლების ნაწილი ამერიკული დახმარების კომპენსირებისთვის უნდა მიემართა.
„ეს რიცხვიც ჰაერიდანაა მოტანილი, რადგან მნიშვნელოვნად აღემატება იმ დახმარების მოცულობას, რომელიც იმ პერიოდში რეალურად იყო გაწეული“, – წერს გოცირიძე.
მისივე შეფასებით, უკრაინულ-ამერიკული ფონდის მოდელი პრაქტიკულად არაეფექტიანი და ნაკლებად სიცოცხლისუნარიანია, მაშინ როდესაც ირანისთვის განკუთვნილი ფონდის შემთხვევაში განიხილება სპარსეთის ყურის ქვეყნების შესაძლო ფინანსური მონაწილეობა, თუმცა ამ სქემის განხორციელებაც სერიოზულ კითხვებს ბადებს.
გოცირიძე ასევე აღნიშნავს, რომ ირანის გარშემო მიმდინარე პროცესების განვითარება ჯერ კიდევ ბუნდოვანია და ბევრი რამ მომავალ პოლიტიკურ მოვლენებზე იქნება დამოკიდებული. მისი შეფასებით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგები უფრო ნათლად გამოჩნდება უახლოეს თვეებში, მათ შორის ამერიკის შიდა პოლიტიკურ პროცესებზეც.
გოჩა მირცხულავა - ავტორიტარიზმის პირველი მსხვერპლი თავისუფლება კი არ არის - პირველი მსხვერპლი ემპათი
საქართველო-ირანის ურთიერთობები და საგარეო-პოლიტიკური ტენდენციები: ფაქტები, მოვლენები და ღია წყაროები
გოჩა მირცხულავა: ეპისკოპოსებს თუ არ სურთ, რომ ხელისუფლების ინსტრუმენტები გახდნენ, მაშინ დამოუკიდებელ
გოჩა მირცხულავა: ოპოზიციიდან ზოგმა ივანიშვილთან პირდაპირ ითანამშრომლა, ზოგმა კი თავისი სასარგებლო იდ
გოჩა მირცხულავა - „ქართული ოცნების“ მცდელობები, მოჩვენებითად თუ საქმით დაანახონ დასავლეთს, რომ „ჩვენ