საპატრიარქო არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილისთვის მღვდელმოქმედების შეჩერებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
რობერტა მეცოლა - ჩვენ ვდგავართ იმ ქართველი ხალხის გვერდით, რომლებიც მომავალს ევროკავშირში ხედავენ
მზია ამაღლობელი - ევროკავშირისკენ სწრაფვას რეპრესიებით პასუხობენ ჩემს სამშობლოში
ევროპარლამენტში სახაროვის პრემიის გამარჯვებულების, მზია ამაღლობელის და ანდჟეი პოჩობუტის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
კაია კალასი - ვიდრე საქართველოს მთავრობა გააგრძელებს ოპოზიციის ჩახშობის პოლიტიკას, საქართველოს ევროკავშირში მომავალი არ ექნება
მრგვალი მაგიდა: როგორ ეწინააღმდეგება საქართველო გარე ჩარევასა და საერთაშორისო ზეწოლას
თიბისი ლიზინგმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, 45 მილიონი დოლარის ობლიგაციები გამოუშვა

რობერტა მეცოლა - ჩვენ ვდგავართ იმ ქართველი ხალხის გვერდით, რომლებიც მომავალს ევროკავშირში ხედავენ

16.12.2025 ნახვები: 183

ვფიქრობ, რომ თბილისის მოედნებზე ევროკავშირის დროშების სცენები ჩვენთან დარჩება. ეს იყო ძლიერი გზავნილი იმ ხალხისა, რომელსაც ევროპის გულში ყოფნა სურს, - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ სტრასბურგში განაცხადა, სადაც სახაროვის პრემიის გამარჯვებულების დაჯილდოება იმართება.

„ეს არის გზავნილი, რომელიც გვიბიძგებს ჩვენ იმისკენ, რომ ზურგი არ შევაქციოთ. სწორედ ეს არის ის, რასაც გვთხოვენ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებმაც მოგვმართეს და გვითხრეს: „გთხოვთ, ჩვენ გვსურს ევროკავშირის ნაწილი ვიყოთ, თვალი არ აგვარიდოთ“. ასე რომ, ყველაფერი, რაც საფრთხეს შეუქმნის დემოკრატიის საფუძვლებს, ასევე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, ამ პარლამენტში ძლიერ წინააღმდეგობას წააწყდება და ამაში შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ“, - აღნიშნა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ევროპარლამენტი ქართველი ხალხის გვერდში დგომას განაგრძობს და ეს არის გზავნილი, რომლითაც ის ევროპული საბჭოს სხდომას დაესწრება.

„ჩვენ ვდგავართ იმ ქართველი ხალხის გვერდით, რომლებიც მომავალს ევროკავშირში ხედავენ. ხვალ და ზეგ ევროპულ საბჭოს ვესწრები და ეს არის გზავნილი, რომელიც თან მიმაქვს. ჩვენ ვეძებთ სტრატეგიულ ავტონომიას, რომელიც ევროკავშირს სჭირდება ძლიერი კონტინენტისთვის, მათ შორის მის სამეზობლოში და იმ ქვეყნების გაწევრიანების კუთხით, რომლებსაც სურთ გაწევრიანება. მედიის თავისუფლებასა და დაცვასთან დაკავშირებით, ევროპარლამენტი მტკიცეა“, - აღნიშნა მეცოლამ ქართველი ჟურნალისტის კითხვაზე პასუხისას.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა