რობერტა მეცოლა - ჩვენ ვდგავართ იმ ქართველი ხალხის გვერდით, რომლებიც მომავალს ევროკავშირში ხედავენ
მზია ამაღლობელი - ევროკავშირისკენ სწრაფვას რეპრესიებით პასუხობენ ჩემს სამშობლოში
ევროპარლამენტში სახაროვის პრემიის გამარჯვებულების, მზია ამაღლობელის და ანდჟეი პოჩობუტის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
კაია კალასი - ვიდრე საქართველოს მთავრობა გააგრძელებს ოპოზიციის ჩახშობის პოლიტიკას, საქართველოს ევროკავშირში მომავალი არ ექნება
მრგვალი მაგიდა: როგორ ეწინააღმდეგება საქართველო გარე ჩარევასა და საერთაშორისო ზეწოლას
თიბისი ლიზინგმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, 45 მილიონი დოლარის ობლიგაციები გამოუშვა
ვოლოდიმირ ზელენსკი - მჯერა, რომ ძალიან ახლოს ვართ უსაფრთხოების ძლიერ გარანტიებთან

კაია კალასი - ვიდრე საქართველოს მთავრობა გააგრძელებს ოპოზიციის ჩახშობის პოლიტიკას, საქართველოს ევროკავშირში მომავალი არ ექნება

16.12.2025 ნახვები: 214

მთავარი პრობლემა არის ის, რომ, როცა ერთი მხრივ, საქართველო აცხადებს, რომ სურთ ევროკავშირში გაწევრიანება და ევროპული გზის არჩევა, ვხედავთ მთავრობის მიერ არასწორი მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს , - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კერძოდ, კალასმა უპასუხა ჟურნალისტს, რომელმაც ჰკითხა: „ევროკავშირმა არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის ნაწილი იმ რიტორიკის პირობებში, რომელსაც იგი იყენებს ევროპული ბიუროკრატიისა და თავად ევროკავშირის მიმართ. მსგავსი ნარატივები აისახება აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაშიც. კითხვაზე: „რა არის თქვენი პასუხი ამაზე, იმის გათვალისწინებით, რომ ვაშინგტონის რიტორიკა ახლა თითქოს ამ პოლიტიკებთან თანხვედრაშია? მზად ხართ თუ არა, დაადანაშაულოთ ტრამპის ადმინისტრაცია კრემლის მიერ ნაკარნახევი სცენარის შესრულებაში, თუ ეს თქვენი პოლიტიკის ფუნდამენტურ ორმაგ სტანდარტს ავლენს საქართველოს მიმართ?“.

„განსხვავება ისაა, რომ შეერთებული შტატები არ ცდილობს ევროკავშირს შემოერთდეს. რა თქმა უნდა, რაც ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში წავიკითხეთ, სასიამოვნო არ წასაკითხი არ არის, თუმცა ჩვენ მივიღეთ მიდგომა, რომ არ ჩავერევით ჩვენი მოკავშირეების შიდა პოლიტიკაში.

რაც შეეხება საქართველოს, მთავარი პრობლემა არის ის, რომ როცა ერთი მხრივ, საქართველო აცხადებს, რომ სურთ ევროკავშირში გაწევრიანება და ევროპული გზის არჩევა, ვხედავთ მთავრობის მიერ არასწორი მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს. ეს არის სიგნალი მთავრობისთვის, რომ ვიდრე გააგრძელებენ ოპოზიციის ჩახშობის პოლიტიკას, თავისუფალ მედიაზე ზეწოლას და სხვა ქმედებებს, რომლებიც ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება, საქართველოს ევროკავშირში მომავალი არ ექნება“, - განაცხადა კაია კალასმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა