წალენჯიხის მუნიციპალიტეტი საქართველოს მასშტაბით 10 საუკეთესო მუნიციპალიტეტს შორის დასახელდა
Talks between Zelensky and US delegation conclude in Berlin
Over 60% of Ukrainians trust Zelensky – KIIS
Zelensky speaks with released political prisoners from Belarus
ილია თოფურია განცხადებას ავრცელებს
BILD - „წითელი ხაზი“ კიევისთვის - ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონბასიდან უკრაინული ჯარების ცალმხრივად გაყვანის განხილვაზე უარი განაცხადა
რომეო მიქაუტაძის საქმეზე სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს გამომძიებლები დაიკითხა
კაია კალასი - თუ რუსეთი სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში დონბასზე კონტროლს მოიპოვებს, ის აუცილებლად გააგრძელებს მთელი უკრაინის დაპყრობას

BILD - „წითელი ხაზი“ კიევისთვის - ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონბასიდან უკრაინული ჯარების ცალმხრივად გაყვანის განხილვაზე უარი განაცხადა

15.12.2025 ნახვები: 219

BILD-ის ცნობით, ბერლინში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და ამერიკული დელეგაციის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების „რთული რაუნდი“ გაიმართა.

გამოცემის ინფორმაციით, მაგიდაზე დევს ომის „გაყინვის“ ამერიკული 28-პუნქტიანი გეგმა, რომელსაც კიევი მოსკოვის სასარგებლოდ მკვეთრად მიკერძოებულ დოკუმენტად მიიჩნევს.

გამოცემა წერს, რომ უკრაინა მზადაა განიხილოს მტკივნეული კომპრომისები, ნატო-ში წევრობაზე უარის თქმიდან დაწყებული ქვეყანაში არჩევნების რაც შეიძლება მალე ჩატარებით დამთავრებული, თუმცა არსებობს ზღვარი, რომლის მიღმაც ზელენსკი წასვლას არ აპირებს.

„ძირითადი დავა ტერიტორიულ საკითხს ეხება. გეგმის ერთ-ერთ პუნქტში ნათქვამია, რომ ყირიმი, ლუგანსკის და დონეცკის რეგიონები აღიარებულია რუსეთის ტერიტორიებად, ხოლო ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში ფრონტის ხაზები გაყინულია“, - წერს გამოცემა.

BILD-ის ცნობით, უკრაინა მზადაა დროებით „გაყინოს“ ფრონტი და დაკარგოს კონტროლი რუსეთის მიერ ოკუპირებულ მიწებზე, თუმცა კატეგორიულად უარყოფს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთელი დონბასიდან გაყვანის შესახებ მოთხოვნას.

როგორც გამოცემა წერს, აშშ-ის მიერ შეთავაზებული წინადადების თანახმად, უკრაინა დონეცკის ოლქში დაახლოებით 5 600 კვადრატული კილომეტრიდან უნდა გავიდეს და ეს ტერიტორია „დემილიტარიზებულ ეკონომიკურ ზონად“ გადაიქცეს. მოსკოვმა მაშინვე დაუჭირა მხარი ამ იდეას იმ პირობით, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მხოლოდ რუსეთის ეროვნული გვარდია შევიდოდა.

„ჩვენ ამას არ მივიღებთ. ეს უკრაინის არმიის კაპიტულაციის ტოლფასი იქნება“, - განუცხადა BILD-ს უკრაინელმა მაღალჩინოსანმა.

კიევმა საკუთარი წინადადება წამოაყენა, რომელიც ზელენსკიმ გააჟღერა.

„თუ უკრაინული ჯარები უკან დაიხევენ, ვთქვათ, 5-10 კილომეტრამდე, რატომ არ უნდა დაიხიონ რუსეთის ჯარებმაც იმავე მანძილით ოკუპირებულ ტერიტორიებზე?“ - განაცხადა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა