წალენჯიხის მუნიციპალიტეტი საქართველოს მასშტაბით 10 საუკეთესო მუნიციპალიტეტს შორის დასახელდა
Talks between Zelensky and US delegation conclude in Berlin
Over 60% of Ukrainians trust Zelensky – KIIS
Zelensky speaks with released political prisoners from Belarus
ილია თოფურია განცხადებას ავრცელებს
BILD - „წითელი ხაზი“ კიევისთვის - ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონბასიდან უკრაინული ჯარების ცალმხრივად გაყვანის განხილვაზე უარი განაცხადა
რომეო მიქაუტაძის საქმეზე სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს გამომძიებლები დაიკითხა
კაია კალასი - თუ რუსეთი სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში დონბასზე კონტროლს მოიპოვებს, ის აუცილებლად გააგრძელებს მთელი უკრაინის დაპყრობას

რომეო მიქაუტაძის საქმეზე სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს გამომძიებლები დაიკითხა

15.12.2025 ნახვები: 216

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს გამომძიებლის, თამაზ გაგოშიძის ჩვენებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის პირადი ჩხრეკისას ფულთან ერთად, ესპანეთის ბინადრობის მოწმობა ამოიღეს.

გაგოშიძე მიქაუტაძის ერთ-ერთი დამკავებელი პირია.

„ბრალდებულის დაკავება საცხოვრებელ სახლში, მშვიდ ვითარებაში მოხდა. მას წინააღმდეგობა არ გაუწევია, პირადი ჩხრეკა განხორციელდა. ამოღებული იქნა თანხა, მობილური ტელეფონი, საბანკო ბარათები, ესპანეთის ბინადრობის მოწმობა“, - განაცხადა გამომძიებელმა.

მიქაუტაძის საქმეზე სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს კიდევ ერთი გამომძიებელი გიორგი მეშველიანი დაიკითხა. მან ბრალდებულის მეუღლის სახელზე არსებული სეიფი ამოიღო, რომელშიც მისივე თქმით, სხვადასხვა ნივთი, მათ შორის საათები იყო.

ამ წუთებში სასამართლოში ჩვენებას სუს-ის თანამშრომლები აძლევენ.

ცნობისთვის, პროკურატურის ბრალის მიხედვით, რომეო მიქაუტაძე სისტემატურად ბოროტად იყენებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

კერძოდ კი, ბრალდებულმა მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების დახმარებით განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის 2 556 192 ლარის უკანონო დაუსაბუთებელი ლეგალიზაცია განახორციელა.

სამართალდამცველებმა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე 20 ივნისს დააკავეს.

მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით აქვს წარდგენილი, მათ შორის, 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რის გამოც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი დაირღვა.

ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით სამ წლამდე. ამას გარდა, შესაძლებელია თანამდებობის დაკავების აკრძალვა ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა სამ წლამდე ვადით.

ასევე, წარდგენილი აქვს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ გულისხმობს.

ისჯება ჯარიმით ან სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით სამ წლამდე.

მიქაუტაძეს ბრალი ასევე სისხლის სამართლის კოდექსის 337-ე მუხლით წარედგინა, რაც მოხელის ან მასთან გათანაბრებულის მიერ პირადად ან სხვისი მეშვეობით საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის დაარსებას, აკრძალვის მიუხედავად მის მართვაში მონაწილეობას, და უკანონო შეღავათებისა და უპირატესობის მოპოვებას გულისხმობს მფარველობის გზით.

ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ორიდან ოთხ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

მიქაუტაძეს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მესამე ნაწილის, გ ქვეპუნქტით, რაც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს (ფულის გათეთრება), რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

ისჯება ცხრიდან თორმეტ წლამდე პატიმრობით.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა