16-17 დეკემბერს საქართველოში ზოგან იწვიმებს, მაღალმთაში მოთოვს
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი - საჭიროა საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესებისთვის სანდოობის დაბრუნება, სამართლიანი არჩევნების ორგანიზება
თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებულები - Reckless-ი და ალტიჰატი ახალი კოლაბორაციით
Russia loses another 980 troops, two air defense systems over past day
Russia uses pseudo-history to pressure neighboring countries — CPD
Father and son identified to be behind deadly shooting in Sydney
Witkoff sees significant progress in talks between Ukraine, U.S.
Drone debris found near Ukraine border in Poland

სიდნეიში მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა - თავდამსხმელები მამა-შვილი იყვნენ

15.12.2025 ნახვები: 212

სიდნეიში, ბონდის სანაპიროზე მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა, მათ შორის 10 წლის გოგონაა, - ინფორმაციას BBC-ი ახალი სამხრეთ უელსის შტატის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

თავდასხმა ხანუქას დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიების დროს მოხდა - პოლიციის თქმით, მომხდარს ტერორისტულ აქტად განიხილავენ.

პოლიციის თქმით, შეიარაღებული პირები, რომლებიც შეკრებილებს თავს დაესხნენ, მამა-შვილი იყო. პოლიციამ 50 წლის მამაკაცის ლიკვიდაცია ადგილზევე განახორციელა, 24 წლის მამაკაცი კი კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში რჩება.

პოლიციის ცნობით, სიდნეიში ებრაული თემის უსაფრთხოებისა და მხარდაჭერისთვის დამატებითი ზომების მისაღებად 328 ოფიცერია მობილიზებული.

იმ ადგილას, სადაც თავდასხმა მოხდა, მოქალაქეები მიდიან, ახლომდებარე დაწყებითი სკოლის კუთხეში აღმართულ იმპროვიზებულ მემორიალს ყვავილებით ამკობენ და ებრაული თემის მიმართ სოლიდარობას გამოხატავენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა