კაია კალასი - თუ რუსეთი სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში დონბასზე კონტროლს მოიპოვებს, ის აუცილებლად გააგრძელებს მთელი უკრაინის დაპყრობას
ექს თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე მის საქმეზე იმ ფინანსური დოკუმენტაციის დართვას ითხოვს, რომელიც, „ადასტურებს, რომ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასთან კავშირი არ აქვს“
ავთანდილ სურმანიძე გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაზე - ადამიანები ლპებიან, ყვარყვარეს ციხეს დაემსგავსა, ფანჯრებიდან ფეხები აქვთ პატიმრებს გადმოყოფილი, ტევა აღარ არის
16-17 დეკემბერს საქართველოში ზოგან იწვიმებს, მაღალმთაში მოთოვს
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი - საჭიროა საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესებისთვის სანდოობის დაბრუნება, სამართლიანი არჩევნების ორგანიზება
თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებულები - Reckless-ი და ალტიჰატი ახალი კოლაბორაციით
Russia loses another 980 troops, two air defense systems over past day
Russia uses pseudo-history to pressure neighboring countries — CPD

თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებულები - Reckless-ი და ალტიჰატი ახალი კოლაბორაციით

15.12.2025 ნახვები: 197

ზღვის დონიდან 3014 მეტრ სიმაღლეზე მდებარე ალპურმა ქოხმა, „ალტიჰატმა“ და ახალგაზრდული ტანსაცმლის ბრენდმა, “Reckless”-მა  საერთო, თემატური ბალაკლავა გამოუშვეს. ამ აქსესუარით ორმა სრულიად განსხვავებულმა, მაგრამ ერთი სულისკვეთების მქონე ბრენდმა, მთის თავისუფლება და ურბანული ენერგია გააერთიანა.

დიზაინერებმა ანკა ქოიავამ, ლიზა ყაჯრიშვილმა და მასო მწარიაშვილმა  ,,ალტიჰატიდან’’ გადაღებული მთის პეიზაჟები გრაფიკულ გამოსახულებად აქციეს. ტექსტები კი, რომელიც ბალაკლავაზე დაიტანეს,  Reckless-ის მკაფიო მესიჯს და ,,ალტიჰატის’’ ხასიათს ერთდროულად ატარებს.

 

„რადგან ქუჩის სტილი და სამთო სპეციფიკა ძალიან განსხვავებულია, ამიტომ ამ აქსესუარზე შევჯერდით. ეფექტურიცაა და მოძრაობაშიც ხელს არ გიშლის“, -ამბობენ დიზაინერები.

ეს კოლაბორაცია არც ერთ ბრენდს კომერციული ინტერესით არ დაუწყია. Reckless -ის აღმასრულებელი დირექტორი, თორნიკე აფრიდონიძე ამბობს, რომ როგორც წესი, სხვა კომპანიებთან თანამშრომლობას ფრთხილად ეკიდებიან. ,,ალტიჰატის’’  შემთხვევაში, კი, მალევე მიხვდნენ, რომ გემოვნება, ხედვები და შესრულების ხარისხი ერთმანეთს ემთხვეოდა.

„ორივე  ბრენდი  თავად ქმნის თემს და ე.წ. community builder-ია. ერთი - ურბანულ  გარემოში, ახალგაზრდებთანაა დაკავშირებული, ,,ალტიჰატი’’ კი,  ამ გარემოსგან შორს, მაგრამ, ზუსტად თავისუფლების იდეას და ღირებულებებს იზიარებს. გამორჩეული დიზაინით შექმნილ  აქსესუარზეც ეს მთავარი მესიჯებია დატანილი“, - ამბობს თორნიკე.

„ვფიქრობ, ამ კოლაბორაციით და ექსკლუზიური პროდუქტის შექმნით, ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებულმა ორმა კომპანიამ ახალი ეტაპი დავიწყეთ. გვინდა, მაგალითის მიმცემი გავხდეთ სხვებისთვის. ჩვენი მიდგომა ნიკო ნიკოლაძის სიტყვებს მიჰყვება: ,,შრომა, პატიოსნება და სწავლა“, - ამბობს „ალტიჰატის“ დამფუძნებელი, ნიკოლოზ ალავიძე.

კოლაბორაციის შესახებ პრეზენტაცია უახლოეს მომავალშია დაგეგმილი. ეს თანამშრომლობა ზუსტად პასუხობს თიბისი ბიზნესდაჯილდოების მთავარ გზავნილს - წარმატება გზაშია, მთავარია გჯეროდეს!

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა