Russia loses another 980 troops, two air defense systems over past day
Russia uses pseudo-history to pressure neighboring countries — CPD
Father and son identified to be behind deadly shooting in Sydney
Witkoff sees significant progress in talks between Ukraine, U.S.
Drone debris found near Ukraine border in Poland
Pope: Plan for Ukraine visit ready but difficult to implement
Russian servicemen returning from front kill or injure more than thousand people – intelligence
Partisans reconnoiter key Black Sea fleet logistics hub in Sevastopol

ნაძვის უკანონო ჭრაზე, პირველ ჯერზე ჯარიმა ₾2000 იქნება

15.12.2025 ნახვები: 207

ახალი წლის სადღესასწაულო დღეების მოახლოების პარალელურად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები წიწვოვანი მცენარეების მოპოვებასა და ტრანსპორტირებაზე კონტროლს ამკაცრებენ. ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს და მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ნუ გაანადგურებენ ბუნებრივ სიმდიდრეს და გამოიყენონ ხელოვნური ნაძვის ხე.

„წიწვოვანების უკანონოდ მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციის წესის დარღვევაზე ჯარიმა, პირველ ჯერზე, 2000 ლარით განისაზღვრება, ხოლო გამეორების შემთხვევაში, დგება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ამავდროულად, დაანგარიშდება გარემოსთვის მიყენებული ზიანი. თუ ზიანის ოდენობა აჭარბებს 1000 ლარს, პირის მიმართ აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე - ჯარიმა/ან თავისუფლების აღკვეთა 1-დან 3 წლამდე, ხოლო დიდი ოდენობით წიწვოვანის უკანონო მოპოვების შემთხვევაში, თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი აჭარბებს 3000 ლარს, სასჯელი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე. ყოველ გამოვლენილ სამართალდარღვევაზე კანონმდებლობით განსაზღვრული სანქციები გატარდება“, - აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, კახა ცერცვაძემ.

წიწვოვანი ხე-მცენარეების კანონიერად მოპოვება შესაძლებელია სანერგეებში, პლანტაციებში, საკარმიდამო ნაკვეთებში, ასევე, იმპორტირება. კანონიერად მოპოვებული ხე-მცენარეების რეალიზაციის შემთხვევაში, რეალიზატორმა უნდა წარმოადგინოს ხე-მცენარის კანონიერად ფლობის დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტი. თუ წიწვოვანი მცენარე მოპოვებულია კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან ხელოვნურად გაშენებულ სანერგეში, მცენარეების ტრანსპორტირებისთვის სავალდებულოა მათი ადგილწარმოშობის ცნობა, რომელსაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერია გასცემს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა