შეიმსუბუქე ყოველდღიური ხარჯების ტვირთი თიბისის ერთგული საკრედიტო ბარათით
ალექსანდრე დარახველიძე - ლაშა შერგელაშვილი ავრცელებს არაერთ დაუზუსტებელ ინფორმაციას
ალექსანდრე დარახველიძე - დადასტურდა, რომ BBC-ის გამოძიებაში მოცემული ფაქტები იყო მტკნარი სიცრუე
კაია კალასი- ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან მუდმივი კრიტიკის მიუხედავად, აშშ ევროპის უდიდეს მოკავშირედ რჩება
პეტრ პაველი - თუ რუსეთს ამ კონფლიქტიდან გამარჯვებული გამოსვლის უფლებას მივცემთ, ყველანი წავაგებთ
ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსტემ უმეროვისა და ანდრეი გნატოვისგან ველი ინფორმაციას იმ ნიუანსების შესახებ, რომელთა შესაცვლელადაც ამერიკელები მზად არიან უკრაინასთან და რუსეთთან მოლაპარაკებებში
ამინდი 8 დეკემბერს
სალომე ზურაბიშვილი - ყველა რეაქცია, რაც მოვისმინეთ რეჟიმის ლიდერებისგან, თუნდაც სუს-ის გამოძიებისგან არის აბდაუბდა

ალექსანდრე დარახველიძე - ლაშა შერგელაშვილი ავრცელებს არაერთ დაუზუსტებელ ინფორმაციას

08.12.2025 ნახვები: 212

ლაშა შერგელაშვილი ავრცელებს არაერთ დაუზუსტებელ ინფორმაციას - სუს-მა დაადასტურა, რომ მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იყო სრული სიყალბე და სიცრუე, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, როდესაც გდდ-ს ყოფილი თანამშრომლის, ლაშა შერგელაშვილის განცხადებებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, როდესაც ადგილი აქვს მასობრივ არეულობას, ძალადობას, სახელმწიფო უწყებებზე თავდასხმას, პოლიცია იყენებს "პოლიციის შესახებ კანონში" განსაზღვრულ სპეციალურ საშუალებებს.

"გამოძიებას ლაშა შერგელაშვილის მიმართ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით სერიოზული კითხვები აქვს. ამაზეც იყო საუბარი სუს-ის ბრიფინგის დროს. რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევებს - როდესაც ადგილი აქვს მასობრივ არეულობას, ძალადობას, თავდასხმას სახელმწიფო უწყებებზე და პოლიციაზე, პოლიცია იყენებს "პოლიციის შესახებ კანონში" განსაზღვრულ სპეციალურ საშუალებებს. კონკრეტულ ნივთიერებაზე გაკეთდა განცხადება სუს-ის მხრიდან. ყველა იმ საკითხზე, რაც ჰქონდა დასმული კითხვა, იქნა გაცემული პასუხი," - განაცხადა დარახველიძემ.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის, ლაშა მაღრაძის განცხადებით, BBC-ის ფილმში გახმოვანებული ინფორმაციები საქართველოში ნივთიერება „კამიტის“ მომიტინგეთა წინააღმდეგ გამოყენების შესახებ, სრული და მიზანმიმართული დეზინფორმაციაა. როგორც მაღრაძე აღნიშნავს, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში უწყებამ მათთვის საინტერესო პირებიდან მხოლოდ ერთის გდდ-ს ყოფილი თანამშრომლის, ლაშა შერგელაშვილის გამოკითხვა ვერ შეძლო, მასზე სხვა სისხლის სამართლის საქმეზე ძებნაა გამოცხადებული.

„გამოძიებისთვის საინტერესო პირებიდან ვერ მოხერხდა ერთადერთი მოწმის ლაშა შერგელაშვილის გამოკითხვა, რომლის ინფორმაციასაც მნიშვნელოვანწილად ეყრდნობოდა BBC-ის მიერ მომზადებული სიუჟეტის ავტორის მოსაზრებები.

საყურადღებო გარემოებაა, რომ აღნიშნული პირის მიმართ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები, ახლო წარსულში ერთ-ერთ რეზონანსულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა ბრალდებულ ბექა ჭულუხაძის მიერ ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის, მათ შორის ასაფეთქებელი ნივთიერება ტროტილის შეძენა-შენახვის ფაქტს", -აცხადებენ სუს-ში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა