დონალდ ტრამპი - პუტინს ომის დასრულება სურს, მას ჯარედ კუშნერთან და სტივ უიტკოფთან ძალიან კარგი შეხვედრა ჰქონდა
წალენჯიხის მერმა გუბა საჯაიამ ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვეულთა მშობლებს მადლობის წერილები გადასცა
ჰელსინკის კომისია - მონაცემები, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა, შემაშფოთებელია
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა დონალდ ტრამპის გუნდთან უახლოეს დღეებში მოლაპარაკებებისთვის ემზადება
გოგი ჩახუნაშვილი - კლინიკური კვლევა მიმართული იყო იქით, რომ ჯანდაცვის სამინისტრო გამოფხიზლებულიყო და ადამიანებს არ გართულებოდათ რაიმე
Air Defense Forces down 83 of 111 drones launched by Russia in evening attack on Ukraine
War update: over 200 combat engagements in 24 hrs, Pokrovsk under heaviest assault
Kremlin says no compromise reached with Americans on peace plan for Ukraine

დონალდ ტრამპი - პუტინს ომის დასრულება სურს, მას ჯარედ კუშნერთან და სტივ უიტკოფთან ძალიან კარგი შეხვედრა ჰქონდა

04.12.2025 ნახვები: 192

პრეზიდენტ პუტინს ჯარედ კუშნერთან და სტივ უიტკოფთან ძალიან კარგი შეხვედრა ჰქონდა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა.

„არ ვიცი კრემლი რას აკეთებს. შემიძლია გითხრათ, რომ მათ საკმაოდ კარგი შეხვედრა ჰქონდათ პრეზიდენტ პუტინთან. გავიგებთ, თუ რა შედეგი იქნება. პრეზიდენტ პუტინს ჯარედ კუშნერთან და სტივ უიტკოფთან ძალიან კარგი შეხვედრა ჰქონდა. ვერ გეტყვით, თუ რა შედეგს მივიღებთ ამ შეხვედრიდან, რადგან ტანგოსთვის ორი ადამიანია საჭირო. ვფიქრობ, უკრაინასთან საკმაოდ კარგი შეთანხმება შევძელით“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს კრემლში გამართული შეხვედრის შემდეგ შთაბეჭდილება დარჩათ, რომ რუსეთის პრეზიდენტს ომის დასრულება სურს.

„მას ომის დასრულება სურს. ვფიქრობ, სურს, რომ ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს. ვფიქრობ, კვირაში ათასობით ჯარისკაცის სიკვდილის ნაცვლად აშშ-თან ვაჭრობა სურს. მათ [უიტკოფი და კუშნერი] ძლიერი შთაბეჭდილება დარჩათ, რომ მას შეთანხმების დადება სურს. ვნახოთ, რა მოხდება“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა