IAEA deploys additional mission to Chernobyl to assess impact of Russian strike
Nearly 360 artists, media workers killed in Ukraine since war begun
Russia selling strategic gold reserves — intelligence
Court sentences Russian agent who tried to join Sumy RMA to 15 years in prison
Russian forces trying to capture Vovchansk for 565 days, city lies in ruins
Zelensky: The stronger we are on battlefield, the more we can achieve in diplomacy
Shmyhal meets with commanders of two coastal defense brigades in southern Ukraine
Ukraine will have 5-6 million veterans and their family members after war – Svyrydenko

დონალდ ტრამპი - სამუდამოდ შევაჩერებ მიგრაციას მესამე სამყაროს ყველა ქვეყნიდან

28.11.2025 ნახვები: 200

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მისი ადმინისტრაცია იმუშავებს „მესამე სამყაროს ყველა ქვეყნიდან“ მიგრაციის სამუდამოდ შეჩერებაზე.

ტრამპმა სოციალურ მედია პლატფორმა Truth Social-ზე ასევე განაცხადა, რომ ის შეაჩერებს ყველა ფედერალურ შეღავათსა და სუბსიდიას „არამოქალაქეებისთვის“, მიგრანტებს, რომლებიც ძირს უთხრიან შიდა სიმშვიდეს, მოქალაქეობას ჩამოართმევს და ასევე განახორციელებს ნებისმიერი უცხოელი მოქალაქის დეპორტაციას, თუ ის წარმოადგენს „საზოგადოებრივ ტვირთს, უსაფრთხოების რისკს ან შეუთავსებელია დასავლურ ცივილიზაციასთან“.

„სამუდამოდ შევაჩერებ მიგრაციას მესამე სამყაროს ყველა ქვეყნიდან, რათა აშშ-ის სისტემამ სრულად აღდგეს, შევაჩერებ ბაიდენის მილიონობით უკანონო დაშვების დოკუმენტს, მათ შორის „მძინარე ჯო ბაიდენის ავტოკალმის“ მიერ ხელმოწერილ დოკუმენტებს და გავაძევებ ყველას, ვინც არ წარმოადგენს შეერთებული შტატების წმინდა აქტივს ან არ შეუძლია ჩვენი ქვეყნის სიყვარული, შევაჩერებ ყველა ფედერალურ შეღავათსა და სუბსიდიას ჩვენი ქვეყნის არამოქალაქეებისთვის, ჩამოვართმევ მოქალაქეობას მიგრანტებს, რომლებიც ძირს უთხრიან შიდა სიმშვიდეს და მოვახდენ დეპორტაციას ნებისმიერ უცხოელი მოქალაქისა, რომელიც წარმოადგენს საზოგადოებრივ ტვირთს, უსაფრთხოების რისკს ან შეუთავსებელია დასავლურ ცივილიზაციასთან“, - აღნიშნა ტრამპმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა