IAEA deploys additional mission to Chernobyl to assess impact of Russian strike
Nearly 360 artists, media workers killed in Ukraine since war begun
Russia selling strategic gold reserves — intelligence
Court sentences Russian agent who tried to join Sumy RMA to 15 years in prison
Russian forces trying to capture Vovchansk for 565 days, city lies in ruins
Zelensky: The stronger we are on battlefield, the more we can achieve in diplomacy
Shmyhal meets with commanders of two coastal defense brigades in southern Ukraine
Ukraine will have 5-6 million veterans and their family members after war – Svyrydenko

თბილისში დღეს საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართება

28.11.2025 ნახვები: 201

დღეს, 28 ნოემბერს, დედაქალაქში, საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართება. უფრო კონკრეტულად, ორი მსვლელობაა დაგეგმილი. კერძოდ, 19:00 საათზე, მოქალაქეები თსუ-ის პირველი კორპუსიდან და „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ძველი შენობიდან დაიწყებენ მსვლელობას.

20:00 საათიდან მოქალაქეები შეიკრიბებიან პარლამენტთან.

როგორც ცნობილია, აქციას შეუერთდებიან პროფესორ-მასწავლებლები. აღნიშნული განცხადება მათ, სიმბოლურად სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში გააკეთეს. აქცია-მსვლელობას, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის ოპოზიციონერი პოლიტიკოსები უერთდებიან.

შეგახსენებთ, 28 ნოემბერს 1 წელი გადის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებიდან, რომ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში აღარ დადგება ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი.

აღნიშნულ განცხადებას მოჰყვა პროტესტი, რომელიც 365 დღეა გრძელდება. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა