IAEA deploys additional mission to Chernobyl to assess impact of Russian strike
Nearly 360 artists, media workers killed in Ukraine since war begun
Russia selling strategic gold reserves — intelligence
Court sentences Russian agent who tried to join Sumy RMA to 15 years in prison
Russian forces trying to capture Vovchansk for 565 days, city lies in ruins
Zelensky: The stronger we are on battlefield, the more we can achieve in diplomacy
Shmyhal meets with commanders of two coastal defense brigades in southern Ukraine
Ukraine will have 5-6 million veterans and their family members after war – Svyrydenko

ახალი გვერდი თიბისის მობაილბანკში - გადარიცხვების ახალი გამოცდილება

27.11.2025 ნახვები: 201

თიბისის მობაილბანკი სიახლეებს აქტიურ რეჟიმში გთავაზობთ. უკვე გაეშვა განახლებული აპლიკაცია, რომლის მთავარი მიზანიც, მომხმარებლისთვის ყველა საბანკო მომსახურებაზე წვდომის კიდევ უფრო გამარტივებაა. ახლა, შენი ყოველდღიური გადარიცხვები კიდევ უფრო მარტივი, სწრაფი და ინტუიციურია.

ეს მხოლოდ ვიზუალური ცვლილება არ არის. განახლებული გადარიცხვების გვერდი თავიდან ბოლომდე შექმნილია მობაილბანკში შენი ყოველი მოქმედების გასამარტივებლად.

ახლა, შენ უკვე მარტივად იპოვი საჭირო ანგარიშს - სიაში, ძიებით ან შენახული კონტაქტებიდან.

  • შეასრულებ ნებისმიერი ტიპის გადარიცხვას ერთი გვერდიდან, საკუთარ ანგარიშებს შორის, სხვა ბანკში ან უცხოეთიდან;
  • ნახავ ბოლო გადარიცხვებს და ხელახლა შეძლებ მათ შესრულებას რამდენიმე წამში;
  • დაამატებ ხშირად გამოყენებულ ანგარიშებს და შექმნი კონტაქტების შაბლონებს - ტრანზაქციების უფრო სწრაფად შესასრულებლად.

განახლებულ აპლიკაციაში, შაბლონების გვერდი ახლა უკვე კონტაქტების სახელით დაგხვდება და ეს შესაძლებლობას გაძლევს, ერთი კონტაქტის ქვეშ უკვე რამდენიმე ანგარიში შეინახო.  

ასევე, ახალი გადარიცხვების გვერდი ავტომატურ გადარიცხვებზე გამარტივებულ წვდომასა და მეტ კონტროლს გთავაზობს - გადარიცხვების დამატება და შესრულება უკვე ამავე სივრციდან შეგიძლია. დაგეგმე თითოეული გადახდის დღე წინასწარ.

აუცილებლად გადმოწერე თიბისის განახლებული მობაილბანკი და მიიღე  გადარიცხვების ახალი, სწრაფი და მარტივი გამოცდილება.  

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა