ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დაკვეთით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯგალის 24-საათიანი წყალმომარაგების პროექტირების სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტირების ეტაპი და მიმდინარე სამუშაოები ადგილობრივ მოსახლეობას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ვერავამ, წალენჯიხის მერმა გუბა საჯაიამ და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონულმა მენეჯერმა დავით შელეგიამ გააცნეს.
პროექტირების სამუშაოების დასრულების შემდეგ, ტენდერი სამშენებლო სამუშაოებზე გამოცხადდება, რაც მოიცავს 40 კილომეტრამდე სიგრძის წყალმომარაგების ქსელის გაყვანას, ჭაბურღილების მოწყობას და სხვა სამუშაოებს.
პროექტის დასრულების შემდეგ 650-მდე ოჯახი უწყვეტი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.