რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე Bloomberg-ის მასალაზე - უიტკოფს ხშირად ვესაუბრები, მაგრამ საუბრების შინაარსზე კომენტარს არ ვაკეთებ
პოლიციამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დედა დააკავა
კონგრესმენი დონ ბეიკონი - სტივ უიტკოფი სრულად უჭერს მხარს რუსებს - ის თანამდებობიდან უნდა გაათავისუფლონ
„მსურველთა კოალიცია“ - უკრაინის საზღვრები ძალით არ უნდა შეიცვალოს
დონალდ ტრამპი - სტივ უიტკოფს მოსკოვში პუტინთან შეხვედრა დავავალე, ამავდროულად, არმიის მდივანი უკრაინელებთან გამართავს შეხვედრას
ვოლოდიმირ ზელენსკი - მზად ვარ, პრეზიდენტ ტრამპს შევხვდე
ურსულა ფონ დერ ლაიენი - ზეწოლა ერთადერთ ენად რჩება, რომელსაც რუსეთი პასუხობს, მის გაძლიერებას გავაგრძელებთ
პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ახალი რედაქციის “საარჩევნო კოდექსს“ - საპარლამენტო არჩევნებისას ემიგრანტებისთვის საარჩევნო უბნები აღარ გაიხსნება

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე Bloomberg-ის მასალაზე - უიტკოფს ხშირად ვესაუბრები, მაგრამ საუბრების შინაარსზე კომენტარს არ ვაკეთებ

26.11.2025 ნახვები: 180

უიტკოფი მოსკოვში მომავალ კვირას ჩამოვა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა.

„რაც შეეხება უიტკოფს, შემიძლია იმის თქმა, რომ მომავალ კვირას მისი მოსკოვში ვიზიტის შესახებ წინასწარი შეთანხმება მიღწეულია. ის და აშშ-ის ადმინისტრაციის კიდევ რამდენიმე პირი, რომლებიც უკრაინის საკითხებზე მუშაობენ, მოსკოვში ჩამოვლენ“, - განაცხადა უშაკოვმა.

უშაკოვი გამოცემა Bloomberg-ის მიერ მასსა და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს შორის გამართული სატელეფონო საუბრის ჩანაწერების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „მიზანი ალბათ, აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობებისთვის ხელის შეშლაა“.

„უიტკოფს ხშირად ვესაუბრები, მაგრამ საუბრების შინაარსზე კომენტარს არ ვაკეთებ. არ ვიცი საიდან გავრცელდა. ვიღაც ავრცელებს, ვიღაც უსმენს, მაგრამ ჩვენ არა. ალბათ, მიზანი ხელის შეშლაა. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამის გაკეთების მიზანს ურთიერთობების გაუმჯობესება წარმოადგენდეს. ახლა ურთიერთობები რთულად ვითარდება, მათ შორის მსგავსი კონტაქტების მეშვეობით“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ.

შეგახსენებთ, Bloomberg-მა გამოაქვეყნა სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, რომელშიც აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელი სტივ უიტკოფი პუტინის თანაშემწეს, იური უშაკოვს, ურჩევდა, როგორ შეეძლო რუსეთს დონალდ ტრამპისთვის „სამშვიდობო შეთანხმების“ შესახებ თავისი წინადადებების საუკეთესოდ წარდგენა. ის ასევე აქვეყნებს უშაკოვსა და პუტინის სპეციალურ წარმომადგენელ კირილ დმიტრიევს შორის საუბარსაც, რომელიც იმაზე მიუთითებს, რომ ე.წ. 28-პუნქტიანი „სამშვიდობო გეგმა“ პუტინის თანაშემწეებმა მოამზადეს და უიტკოფს ის საკუთარ ნამუშევრად უნდა წარედგინა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა