რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე Bloomberg-ის მასალაზე - უიტკოფს ხშირად ვესაუბრები, მაგრამ საუბრების შინაარსზე კომენტარს არ ვაკეთებ
პოლიციამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დედა დააკავა
კონგრესმენი დონ ბეიკონი - სტივ უიტკოფი სრულად უჭერს მხარს რუსებს - ის თანამდებობიდან უნდა გაათავისუფლონ
„მსურველთა კოალიცია“ - უკრაინის საზღვრები ძალით არ უნდა შეიცვალოს
დონალდ ტრამპი - სტივ უიტკოფს მოსკოვში პუტინთან შეხვედრა დავავალე, ამავდროულად, არმიის მდივანი უკრაინელებთან გამართავს შეხვედრას
ვოლოდიმირ ზელენსკი - მზად ვარ, პრეზიდენტ ტრამპს შევხვდე
ურსულა ფონ დერ ლაიენი - ზეწოლა ერთადერთ ენად რჩება, რომელსაც რუსეთი პასუხობს, მის გაძლიერებას გავაგრძელებთ
პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ახალი რედაქციის “საარჩევნო კოდექსს“ - საპარლამენტო არჩევნებისას ემიგრანტებისთვის საარჩევნო უბნები აღარ გაიხსნება

„მსურველთა კოალიცია“ - უკრაინის საზღვრები ძალით არ უნდა შეიცვალოს

26.11.2025 ნახვები: 178

“მსურველთა კოალიციის“ ლიდერებმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ომის დასრულების მცდელობების მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს და კიდევ ერთხელ გაიმეორეს თავიანთი პოზიცია, რომ უკრაინის საზღვრები ძალით არ უნდა შეიცვალოს.

„კონფლიქტის ნებისმიერი გადაწყვეტა სრულად უნდა მოიცავდეს უკრაინას, შეინარჩუნოს მისი სუვერენიტეტი, შეესაბამებოდეს გაეროს წესდების პრინციპებს და უზრუნველყოფდეს [უკრაინის] გრძელვადიან უსაფრთხოებას“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც “მსურველთა კოალიციის“ ლიდერებმა სამშაბათს, ვირტუალურ რეჟიმში გამართული შეხვედრის შემდეგ გაავრცელეს.

კოალიცია „მიესალმა გარანტიებს, რომ ევროპისა და ნატო-ს ინტერესებთან დაკავშირებული საკითხები ცალ-ცალკე განიხილება, ევროპელი პარტნიორებისა და ნატო-ს მოკავშირეების სრული ჩართულობით“ და დაეთანხმა, რომ უკრაინის დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილება, მათ შორის, გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით, „კრიტიკულად მნიშვნელოვანი“ იქნება.

ასევე, კოალიციამ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მშვიდობას მხარი უნდა დაუჭიროს „უკრაინის უსაფრთხოების მტკიცე და სანდო გარანტიებმა“ და განაცხადა, რომ მისი ლიდერები აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან, დააჩქარონ შეერთებულ შტატებთან ერთობლივი მუშაობა ასეთი გარანტიების დაგეგმვის წინსვლის მიზნით.

ცნობისთვის, ვირტუალურ შეხვედრას თანათავმჯდომარეობდნენ გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერები და ესწრებოდნენ სხვა ქვეყნების ლიდერებიც, მათ შორის აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა