წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის გიორგი კვარაცხელიას თავმჯდომარეობით სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მართვისა და ადმინისტრირების კომისიის სხდომა გაიმართა.
კომისიამ მოქალაქეების მიერ შემოსული განცხადებები განიხილა და 48 ბენეფიციარი დაფინანსდა.
სხდომას მერიისა და საკრებულოს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მართვისა და ადმინისტრირების კომისიის მიზანი სხვადასხვა საჭიროების მქონე ბენეფიციარების დაფინანსებაა.