დაელოდე და გაიგე, როგორ მოიგო 50 000 ლარი თიბისის მობაილბანკში
ნუ მიატოვებ სურვილებს - აისრულე თიბისი განაწილებით
ბიომეტრიულ პასპორტებთან დაკავშირებით ცვლილებები ხორციელდება
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა
War update: 183 clashes on frontline over past day
US Army Secretary Driscoll meets Russian delegation in Abu Dhabi
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,120 over past day
Trump and Xi hold telephone talks

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა

24.11.2025 ნახვები: 208

24 ნოემბერს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა 2026 წლის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა.
 
საჯარო შეხვედრაში მონაწილეობდნენ ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ასევე დაინტერესებული მოქალაქეები.
 
შეხვედრას უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ცოტნე შონია, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა.
 
მომავალი წლის პრიორიტეტებსა და გეგმებზე ისაუბრა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა, გუბა საჯაიამ, რომელმაც აუდტორიას დეტალურად გააცნო 2026 წელს დაგეგმილი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები.
ბიუჯეტის პროექტისა და მისი პროგრამული პარამეტრების პრეზენტაცია წარადგინა მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა თეა სარიამ.
 
საწყის ეტაპზე, მუნიციპალიტეტის მთავარი საფინანსო დოკუმენტი 18,727.300 ლარით ლარით განისაზღვრა.
ძირითადი პრიორიტეტებია: ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება; სოციალური პროგრამების დაფინანსება; საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება; კეთილმოწყობა და დასუფთავება; გარემოს დაცვა; ჯანდაცვა, კულტურა, განათლება და სკოლამდელი აღზრდა.
 
შეხვედრა მიმდინარეობდა კითხვა-პასუხის ფორმატში, სადაც მოქალაქეებმა თავიანთი მოსაზრებები და რეკომენდაციები წარმოადგინეს.
 
რეგლამენტის შესაბამისად, 25 ნოემბერს 2026 წლის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტი დასკვნებთან და შენიშვნებთან ერთად მერს გაეგზავნება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა