2025 წელს პირველად, სახელმწიფო ენის გამოცდა ჩატარდება
ანა წითლიძე - ემიგრანტებისთვის ხმის მიცემის შეზღუდვას ერთადერთი მოტივაცია აქვს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ უფრო მეტად გაიმყაროს ძალაუფლება
Russian army loses 1,190 more soldiers and 41 artillery systems in war against Ukraine
Ukraine and U.S. agree to continue work on joint proposals for peace agreement
U.S. Congress should join consideration of Ukraine peace plan – Senator Graham
US disbands Elon Musk's department
Ukrainian intelligence intercepts call revealing heavy Russian losses in Serebriansky forest
Steps to end war need to be effective – Zelensky

ანა წითლიძე - ემიგრანტებისთვის ხმის მიცემის შეზღუდვას ერთადერთი მოტივაცია აქვს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ უფრო მეტად გაიმყაროს ძალაუფლება

24.11.2025 ნახვები: 110

ემიგრანტებისთვის ხმის მიცემის შეზღუდვას ერთადერთი მოტივაცია აქვს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ უფრო მეტად გაიმყაროს ძალაუფლება, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეებს უზღუდავს კონსტიტუციურ უფლებას, მონაწილეობა მიიღოს საკუთარი ქვეყნის არჩევნებში, რაც „ცალსახად არის არადემოკრატიული ნაბიჯი“.

„ორ ძალიან მნიშვნელოვან რამეს აკეთებს ახლა რეჟიმი. პირველი, ემიგრანტებს ართმევს ხმის მიცემის უფლებას, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ასი ათასობით მოქალაქეს უზღუდავს კონსტიტუციურ უფლებას, რომ მონაწილეობა მიიღოს საკუთარი ქვეყნის არჩევნებში, რაც ცალსახად არის არადემოკრატიული ნაბიჯი. ამას აქვს ერთადერთი მიზანი და საფუძველი, მისი მიზანი არის „ქართულმა ოცნება“ მაქსიმალურად შეზღუდოს ემიგრანტები, რომლებიც არ უჭერენ მხარს რეჟიმს. 2012 წლის შემდეგ, „ქართულ ოცნებას“ ემიგრაციაში ფაქტობრივად, არცერთი არჩევნები არ მოუგია. „ქართულმა ოცნებამ“ ასევე იცის, რომ ქვეყნის შიდა მდგომარეობისგან განსხვავებით, სადაც ყველა ბერკეტი მას აქვს და აყალბებს არჩევნებს ისე, როგორც უნდა, ემიგრაციაში ფაქტობრივად, არჩევნების გაყალბება შეუძლებელია. სწორედ ამის გამო, მან ყველა საარჩევნო უბანზე ბოლო არჩევნებზე და მანამდეც წააგო. ამიტომ ემიგრანტებისთვის ხმის მიცემის შეზღუდვას ერთადერთი მოტივაცია აქვს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ უფრო მეტად გაიმყაროს ძალაუფლება“,-განაცხადა წითლიძემ.

მან საპარლამენტო არჩევნებში უცხოეთში ხმის მიცემის აკრძალვასთან ერთად, საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ სხვა ცვლილებებზეც ისაუბრა, რაც არჩევნების ორგანიზებას და კომისიების საქმიანობას უკავშირდება.

ანა წითლიძის შეფასებით, ამ ცვლილების მიზანია, ხელისუფლებას საარჩევნო კოდექსზე სრული კონტროლი ჰქონდეს.

„როდესაც არჩევნები ფაქტობრივად გაუქმებული აქვს და ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი ამბობს, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები არ არსებობს, როცა რეჟიმს უზურპირებული აქვს ყველა სახელმწიფო სტრუქტურა და სრულად აკონტროლებს საარჩევნო ადმინისტრაციას, ამ პირობებშიც კი აქვს შიში და კიდევ უფრო მეტად სათავისოდ ამკაცრებს საარჩევნო კოდექსს. ამიტომ, რეჟიმის მხრიდან ამ ცვლილების მიზანი არის სრული კონსოლიდაცია იმისთვის, რომ მას საარჩევნო პროცესებზე ტოტალური კონტროლი ჰქონდეს“,- განაცხადა წითლიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა