Reuters publish full text of Europe's proposed peace plan for Ukraine
ფრიდრიხ მერცი - ვერ ვხედავ რაიმე მზაობას „დიდი შვიდეულის“ წევრებს შორის, აშშ-ის გარდა, რომ რუსეთი ჯგუფში ხელახლა მიიღონ
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური - მოგიწოდებთ, არ დაანთოთ ცეცხლი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და არ დატოვოთ ცეცხლის კერები უყურადღებოდ
Reuters-ი აშშ-ის „სამშვიდობო გეგმის“ შესახებ ევროპის წინადადების ტექსტს აქვეყნებს
მარკო რუბიო - ჩვენი მიზანია, ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს, მაგრამ ცოტა მეტი დრო გვჭირდება
აშშ-უკრაინის ერთობლივი განცხადება - ჟენევაში გამართული შეხვედრის შედეგად, მხარეებმა შეიმუშავეს განახლებული და დახვეწილი სამშვიდობო ჩარჩო
ზურაბ ჯაფარიძე - 28 ნოემბერსაც და ყოველთვის, სანამ არ მოვიგებთ, ქუჩაში უნდა გამოვიდეთ საკუთარი თავის გამო
ვოლოდიმირ ზელენსკი - არ უნდა დაგვავიწყდეს მთავარი მიზანი, ომის შეჩერება და ხელახლა გაღვივების თავიდან აცილება

ფრიდრიხ მერცი - ვერ ვხედავ რაიმე მზაობას „დიდი შვიდეულის“ წევრებს შორის, აშშ-ის გარდა, რომ რუსეთი ჯგუფში ხელახლა მიიღონ

24.11.2025 ნახვები: 174

გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი გამორიცხავს რუსეთის „დიდ რვიანში“ დაბრუნების შესაძლებლობას, როგორც ეს აშშ-ის მიერ მხარდაჭერილ „სამშვიდობო გეგმაშია“ გათვალისწინებული.

„ამჟამად, ვერ ვხედავ რაიმე მზაობას „დიდი შვიდეულის“ სხვა დანარჩენ ექვს წევრს შორის, რომ რუსეთი ამ ჯგუფში ხელახლა მიიღონ“, - განაცხადა მერცმა.

მისი თქმით, „დიდი რვიანის“ ფორმატში დაბრუნება მხოლოდ კონსენსუსის საფუძველზე შეიძლება შეთანხმდეს.

მსგავსი მოსაზრება გამოთქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმაც. მისი თქმით, რუსეთის ხელახლა მიღების წინაპირობები არ არსებობს.

რუსეთი „დიდი რვიანის“ ჯგუფიდან 2014 წელს, ყირიმის ანექსიის შემდეგ გარიცხეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა