უკრაინულმა დრონებმა რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს
No Russian representation in global sports until war ends – Ukraine’s statement at UN
Russia blocks Ukrainian and international media to trap occupied regions in information blackout — DIU
Keith Kellogg to step down as Special Envoy in January – media
Top spy: Russia plans full occupation of Donetsk Oblast in spring 2026, but goal unrealistic
Russia loses its Red Sea foothold, Ukrainian intelligence reports
No movement of Belarusian equipment or troops near Ukrainian border observed – SBGS spox
Deputy Defense Minister: Ukraine lays groundwork to become security exporter

გერმანიის კანცლერი - უკრაინა შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს მიიღებს

20.11.2025 ნახვები: 199

უკრაინა შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს მიიღებს, შევთანხმდით, რომ დეტალებს საჯაროდ აღარ განვიხილავთ, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ბერლინში, შვედეთის პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ ინტენსიურად ვთანამშრომლობდით უკრაინის მთავრობასთან შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების, როგორც ჩვენ მათ ტექნიკურად ვუწოდებთ, პროექტების განსახორციელებლად. უკრაინის არმია იარაღის ასეთი სისტემებით აღიჭურვება“, - აღნიშნა მერცმა.

ამასთან, მას რაკეტების რაოდენობის ან მათი მიწოდების ვადების შესახებ დეტალებზე არ უსაუბრია.

„შევთანხმდით, რომ დეტალებს საჯაროდ აღარ განვიხილავთ, რადგან მიგვაჩნია, რომ გარკვეული ბუნდოვანება აუცილებელია, განსაკუთრებით რუსული მხარისთვის, ამ სფეროში ჩვენი სამხედრო მხარდაჭერის მასშტაბებთან დაკავშირებით. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა უკრაინული არმია აღვჭურვოთ შესაბამისი მოქმედების დიაპაზონის მქონე შეიარაღების სისტემებით. ეს გაგრძელდება მომდევნო კვირებისა და თვეების განმავლობაში და საჭიროების შემთხვევაში, ასეთი შეიარაღების სისტემების უკრაინაში წარმოებამდეც კი“, - განაცხადა მერცმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა