ალექსანდრე დარახველიძე - ევროკავშირის მიერ საქართველოს არცერთი მოქალაქე არ არის სანქცირებული
პეტრე ცისკარიშვილი - ბრიუსელი შანტაჟზე, ულტიმატუმების ენით საუბარზე არ წავიდოდა და საქართველოსთან დაგეგმილი დიალოგი ამიტომ გააუქმა
ისაკო დევიძემ პარლამენტთან შიმშილობა დაიწყო
დაიბრუნე Black Friday-ზე უფრო მეტი - უფასო თიბისი ბარათით
„საქსტატი“ - 2025 წლის III კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონემ 13.3% შეადგინა
ოქროს ფასი და ლარი/ევრო/დოლარის სტრატეგია
მიხეილ სააკაშვილი - რასაც დღეს ვუყურებთ, ჟარგონზე ჰქვია Безпредел
საგარეო საქმეთა სამინისტრო - ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის შეხვედრა ევროკავშირის გადაწყვეტილებით გადაიდო

ისაკო დევიძემ პარლამენტთან შიმშილობა დაიწყო

19.11.2025 ნახვები: 206

საკანონმდებლო ორგანოსთან მოშიმშილეთა რაოდენობა გაიზარდა - შიმშილობა დაიწყო სამოქალაქო აქტივისტმა, ისაკო დევიძემ.

ჯამში, ამ დროისთვის, პროტესტის უკიდურეს ფორმას 9 პირი მიმართავს.

“უკვე 22 დღეზე მეტია, რაც რუსთაველზე უწყვეტი აქციის მონაწილეები შიმშილობენ. მივიღე გადაწყვეტილება, სოლიდარობის ნიშნად შევუერთდე მათ პროტესტს და დავიწყო შიმშილობა!

თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს”,- წერს ისაკო დევიძე „ფეისბუქზე“.

ცნობისთვის, გედევან ფოფხაძემ პროტესტის უკიდურეს ფორმას 28 ოქტომბერს მიმართა და შიმშილობა დაიწყო. ოპოზიციონერ ლიდერთან ერთად შიმშილობა გამოაცხადეს დარეჯან ცხვიტარიამ და კიდევ რამდენიმე აქტივისტმა. მათი მოთხოვნაა, „გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები“.

რაც შეეხება ისაკო დევიძეს, პარლამენტთან საპროტესტო აქციის დროს დაკავებული ისაკო დევიძე სასამართლომ 25 სექტემბერს ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ზვიად ცეკვავას გადაწყვეტილებით, დევიძეს 20 - დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

სამოქალაქო აქტივისტი 24 სექტემბერს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა