ალექსანდრე დარახველიძე - ევროკავშირის მიერ საქართველოს არცერთი მოქალაქე არ არის სანქცირებული
პეტრე ცისკარიშვილი - ბრიუსელი შანტაჟზე, ულტიმატუმების ენით საუბარზე არ წავიდოდა და საქართველოსთან დაგეგმილი დიალოგი ამიტომ გააუქმა
ისაკო დევიძემ პარლამენტთან შიმშილობა დაიწყო
დაიბრუნე Black Friday-ზე უფრო მეტი - უფასო თიბისი ბარათით
„საქსტატი“ - 2025 წლის III კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონემ 13.3% შეადგინა
ოქროს ფასი და ლარი/ევრო/დოლარის სტრატეგია
მიხეილ სააკაშვილი - რასაც დღეს ვუყურებთ, ჟარგონზე ჰქვია Безпредел
საგარეო საქმეთა სამინისტრო - ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის შეხვედრა ევროკავშირის გადაწყვეტილებით გადაიდო

მიხეილ სააკაშვილი - რასაც დღეს ვუყურებთ, ჟარგონზე ჰქვია Безпредел

19.11.2025 ნახვები: 204

ის, რასაც ვუყურებთ დღეს, არის კლასიკური მოდელი იმისა, თუ როგორ მოქმედებენ სრულიად უკონტროლო სისტემები. ამათ ჟარგონზე ჰქვიათ Безпредел,-ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

როგორც ის აღნიშნავს, „ბესპრედელი“ დიდხანს არასდროს გრძელდება.

„რუსეთმა ეს გამოიყენა საერთაშორისო სისტემის დანგრევისთვის, შიდა Безпредел-თვის და ომისთვის.

საერთაშორისო სისტემის მოშლის ხვრელში გაძვრა ბევრი სხვა წვრილფეხა რეჟიმი, როგორიცაა ვენესუელა, რამდენიმე აფრიკული რეჟიმი და ივანიშვილი, რომელიც მხოლოდ იმიტომ არ თიშავს მისგან დამოუკიდებელ არხებს, რომ პირდაპირ ეთერში გვაყურებინოს ქართული სახელმწიფოს დაკვლა.

აი, გუშინწინაც საქართველოს ჩამოაჭრა მისი 1/3, ემიგრანტების სახით. როცა ამ ყასბურ სამუშოს დაასრულებს, არხებსაც გათიშავს და მთლიანად ნაქვეყანარში დაისადგურებს სიბნელე. უნდა ვიბრძოლოთ! კარგი ამბავი ისაა, რომ „ბესპრედელი“ დიდხანს არასდროს გრძელდება“, - წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა