როგორც იცით, კანონის უზენაესობის პატივისცემა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ევროკავშირის ფუნდამენტური ელემენტებია. ეს მიზნები ასევე არის ჩვენი ძირითადი სამუშაოს ნაწილი ევროკავშირში გაწევრიანებისთვის იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც სურთ შემოგვიერთდნენ, - ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა გაფართოების, საერთაშორისო პარტნიორობისა და ხმელთაშუა ზღვის საკითხებში გიომ მერსიემ „ევროსკოპის“ რედაქტორს, თამარ ნუცუბიძეს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, როგორ აფასებს კომისია „ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას ანტიკორუფციული სააგენტოს გაუქმებაზე.
„კორუფციასთან ბრძოლის საკითხი მკაფიოდ არის ხაზგასმული ჩვენს გაფართოების ანგარიშში. ანგარიშმა, ფაქტობრივად, დაასკვნა რომ საქართველოში არის უკუსვლა კორუფციასთან ბრძოლის კუთხით. ანგარიშში რეკომენდირებულია, რეკომენდაციების სახით ნახსენებია, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურის ეფექტურობა, ინსტიტუციური დამოუკიდებლობა და სიმტკიცე. ბოლო მოვლენები ადასტურებს, რომ საქართველო კიდევ უფრო შორდება ევროკავშირის გზას“, - აღნიშნა პრესსპიკერმა.