ლიტერატურული პრემია "საბას" გამარჯვებულები
„სამართლიანი არჩევნები“ - ქვეყნის გარეთ ხმის მიცემის შესაძლებლობის გაუქმება არჩევნების საყოველთაობის პრინციპის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია
გიორგი ბაჩიაშვილი - მე ვიქნები საქართველოში და შეიძლება მსოფლიო ისტორიაში პირველი, რომელიც გვირაბში მანქანის გაჭედვის გამო მიეცა პასუხისგებაში
ბიჭიკო პაიკიძის კომპანიის დირექტორი, ვალერიან კვარაცხელია, რომელმაც დღეს ბრალი აღიარა, 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა
საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი, დარწმუნებული ვარ, მზიას მიენიჭება ბრწყინვალების ორდენი
ახალი გვერდი მობაილბანკში - უფრო მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად
თიბისის და GAIA-ს პარტნიორობით AI პროფესიული შეხვედრების სერია - GAIA Meetup გრძელდება
თინა ბოკუჩავა - ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღეს

საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი, დარწმუნებული ვარ, მზიას მიენიჭება ბრწყინვალების ორდენი

18.11.2025 ნახვები: 215

„იწყება მზიას სასამართლო … რეჟიმის სადისტური მიდრეკილება იმაშიც გამოიხატება, რომ არჩეულ იქნა მცირე დარბაზი და „ამოღებული სკამები“. ვინც არ უნდა იყოს ხვალ საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი, დარწმუნებული ვარ, მზიას მიენიჭება ბრწყინვალების ორდენი,- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომელიც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საჩივრის განხილვას ესწრება.

როგორც სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, ბევრი საერთაშორისო ჯილდო მიიღო მზია ამაღლობელმა, თუმცა მთავარი მიანიჭა საკუთარ საზოგადოებამ სამშობლოს სიყვარულისთვის.

“იწყება მზიას სასამართლო … რეჟიმის სადისტური მიდრეკილება იმაშიც გამოიხატება, რომ არჩეულ იქნა მცირე დარბაზი და „ამოღებული სკამები“. 28-ზე მეტი ოჯახის წევრი და მხარდამჭერი ვერ უნდა ამხნევებდეს ადამიანს, რომელსაც საქართველო და მსოფლიო აღიარებს ღირსეულ პიროვნებად, პროფესიონალ ჟურნალისტად და თავისუფლებისთვის შეუპოვარ მებრძოლად.

ბევრი საერთაშორისო ჯილდო მიიღო მზიამ, თუმცა მთავარი მიანიჭა საკუთარ საზოგადოებამ სამშობლოს სიყვარულისთვის!

ვინც არ უნდა იყოს ხვალ საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი, დარწმუნებული ვარ, მზიას ბრწყინვალების ორდენი მიენიჭება!

მადლობა მზია მაგალითად რომ მოგვევლინეთ და თქვენს მაგალითზე ვრწმუნდებით, რომ საქართველოში ღირსებას, განათლებას და ჭეშმარიტ პატრიოტიზმს მომავალი გააჩნია. ესე იგი საქართველო გადარჩება“, - წერს ზურაბიშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა