თინა ბოკუჩავა - ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღეს
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 960 over past day
Power outage schedules operating round-the-clock in several regions of Ukraine
Congress pushes investigation into whether Russian intel using Orthodox churches in U.S.
Trump ready to support tougher sanctions against Russia on one condition – Reuters
Partisans gather intelligence on Russian military facilities on Gulf of Finland
Russians begin cutting food expenses, switching to fast food – CCD
Zelensky meets French fishermen donating anti-drone nets to Ukraine

თინა ბოკუჩავა - ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღეს

18.11.2025 ნახვები: 215

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღეს.

როგორც მან განაცხადა, „რეზოლუციაში საუბარია ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან ავტორიტარულ ნაბიჯებზე, რომელიც აღწერს იმ პოლიტიკურ რეპრესიებს, რომელსაც ადგილი აქვს ქვეყანაში“.

„სულ რამდენიმე წუთის წინ, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში, ევროპის სახალხო პარტიამ და თანამოაზრე პოლიტიკურმა ჯგუფმა, რომელიც ყველაზე დიდი და გავლენიანი პოლიტიკური ჯგუფია, მიიღო საგანგებო რეზოლუცია საქართველოზე. რეზოლუციაში საუბარია ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან ავტორიტარულ ნაბიჯებზე, რომელიც აღწერს იმ პოლიტიკურ რეპრესიებს, რომელსაც ადგილი აქვს ქვეყანაში. ასევე მოუწოდებს საერთაშორისო პარტნიორებს ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტის გამოყენებისკენ, მათ შორის იმგვარი კონკრეტული ინსტრუმენტების, რომელიც ივანიშვილის რეჟიმს, მის რეპრესიულ მანქანას ფინანსურად შეზღუდავს და დააწესებს კონკრეტულ შეზღუდვებს იმისთვის, რომ საქართველოში დიქტატურის კონსოლიდაციისთვის კორუფციული ფულის გამოყენება არ ხდებოდეს“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა