თინა ბოკუჩავა - ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღეს
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 960 over past day
Power outage schedules operating round-the-clock in several regions of Ukraine
Congress pushes investigation into whether Russian intel using Orthodox churches in U.S.
Trump ready to support tougher sanctions against Russia on one condition – Reuters
Partisans gather intelligence on Russian military facilities on Gulf of Finland
Russians begin cutting food expenses, switching to fast food – CCD
Zelensky meets French fishermen donating anti-drone nets to Ukraine

ლინდსი გრემი - კონგრესი გადავა რუსეთისთვის სანქციების დაწესების იმ კანონპროექტის განხილვაზე, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტს უკრაინაში სისხლისღვრის დასასრულებლად მეტ ინსტრუმენტს მისცემს

18.11.2025 ნახვები: 197

დონალდ ტრამპის მხარდაჭერით, აშშ-ის კონგრესი გადავა რუსეთისთვის სანქციების დაწესების იმ კანონპროექტის განხილვაზე, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტს უკრაინაში სისხლისღვრის დასასრულებლად მეტ ინსტრუმენტს მისცემს, – ამის შესახებ რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი აცხადებს.

გრემის თქმით, კანონპროექტს ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერა აქვს როგორც წარმომადგენელთა პალატაში, ისე სენატში.

„ეს ამერიკის პრეზიდენტს საშუალებას აძლევს, თავისი შეხედულებისამებრ დაუწესოს მეორადი სანქციები და ტარიფები იმ ქვეყნებს, რომლებიც აგრძელებენ იაფი რუსული ნავთობისა და გაზის ყიდვას, რითიც მხარს უჭერენ პუტინის სამხედრო მანქანას. ეს კანონპროექტი შექმნილია იმისთვის, რომ პრეზიდენტ ტრამპს მისცეს მეტი მოქნილობა და ძალაუფლება, რათა აიძულოს პუტინი, სამშვიდობო მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს. შესაძლებელი გახდება, გაიზარდოს ზეწოლა რუსეთის მხარდამჭერ ქვეყნებზე, მათ შორის ირანზეც. ძალიან დადებითად ვაფასებ ამ კანონპროექტის ძლიერ ორპარტიულ მხარდაჭერას როგორც წარმომადგენელთა პალატაში, ისე სენატში. დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული სანქციები რუსეთის ორი უმსხვილესი ნავთობკომპანიის მიმართ უკვე დიდ გავლენას ახდენს. რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტი გააგრძელებს იმპულსს, რათა ეს ომი ღირსეულად, სამართლიანად და ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს“, – წერს გრემი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა