ანა წითლიძე - არ გამოდის, გამუდმებულად ლანძღავდე ევროკავშირს და გქონდეს მოლოდინი, რომ ევროკავშირის სტრუქტურები დაგელაპარაკებიან
ახალი თიბისი ბარათებით Black Friday-ზე შეიძენთ უფრო მეტს, ვიდრე სხვა დროს
მიხაილ პოდოლიაკი - არ არსებობს არანაირი საქართველოს ხელისუფლება, არსებობს მარიონეტული მთავრობა
Russia's war casualty toll in Ukraine climbs by 1,160 over past day
Ukrainian Ground Forces announce expanded opportunities for foreign volunteer fighters
Ukrainian border guards wipe out Russian ammo depot, shelters in Southern Slobozhanshchyna
Zelensky awarded state honors to radio, television, and communications workers
Budanov honors DIU Special Forces and presents them with unique knives bearing his signature

მიხაილ პოდოლიაკი - არ არსებობს არანაირი საქართველოს ხელისუფლება, არსებობს მარიონეტული მთავრობა

17.11.2025 ნახვები: 204

არ არსებობს არანაირი საქართველოს ხელისუფლება, არსებობს მარიონეტული მთავრობა საქართველოს მოქალაქეებით, რომლებიც ზუსტად მუშაობენ რუსული საგარეო პოლიტიკის პარადიგმაში, ზიზღის ფორმირებისკენ მიმართული უკიდურესად აგრესიული შანტაჟის პოლიტიკით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა „ტვ პირველთან“ ინტერვიუში განაცხადა.

პოდოლიაკს კითხვა დაუსვეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებაზე, სადაც პაპუაშვილმა აღნიშნა: „სააკაშვილი აქ ზელენსკიმ ჩამოგვიყვანა, რომ ქვეყანა აერია. ვინ იყვნენ ის ჯგუფები, რომლებიც დემენციაზე ტყუილებს იგონებდნენ – ზელენსკი, სანდუ, სხვა პოლიტიკოსები და ელჩები“.

პოდოლიაკის თქმით, „არავინ, არც ზელენსკი, არც მაია სანდუ, არც ბრიუსელი არ გეგმავდა საქართველოში არეულობას“.

„ავტორიტარულმა, ტოტალურმა ან მარიონეტულმა რეჟიმებმა და მთავრობებმა არ იციან კონკურენცია, ამ სიტყვის პოლიტიკური გაგებით. ადმინისტრაციული რესურსის, ძალადობრივი ზეწოლისა და ოპონენტების შეზღუდვის გარეშე ვინც ვერ წარმართავს საარჩევნო კამპანიებს, ისინი მუდმივად ეძებენ საკუთარი არალეგიტიმურობის გამართლებას. ეს საკმაოდ ბანალური, პრიმიტიული მოდელია და ახალი არაფერია. საქართველო ჩემთვის ყოველთვის იყო თავისუფალი ქვეყანა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაც და მანამდეც საქართველოს ყოველთვის ჰქონდა განსაკუთრებული სტატუსი. შესანიშნავად მესმის, რომ არანაირი ელექტორალური არჩევნები ბოლო წლებში არ ყოფილა. „ქართულ ოცნებას“ არ გაუვლია ბუნებრივი გადარჩევის, კონკურენციის გზა. მან გაიარა ის, რასაც გადიან რუსეთში, სადაც არის ერთი, უკონკურენტო პარტია, „ედინაია რასია“. ზუსტად ისე, როგორც თქვენთან. ეს უბრალოდ პატარა კალკია ზონისა, რასაც ჰქვია რუსეთის ფედერაცია. განვმარტავ ზონებს: ამ ზონაში არის ეგრეთ წოდებული მაყურებელი და მისი ვერტიკალი. იქნება ეს რუსეთის პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტის სპიკერი, მოკლედ, ტოპ პირები. ზუსტად ამ მოდელს აშენებენ საქართველოშიც. შესაბამისად, რუსეთი თუ მუდმივად ბრალს სდებს ხან აშშ-ს, ხან ნატო-ს, დიდ ბრიტანეთს, ხან ვის და ხან ვის, ისინი კი არ ვითარდებიან, სულ ვიღაცაზე პარაზიტირებენ. მოვიდნენ საქართველოშიც და მათ ჰყავთ ადგილობრივი კოლაბორანტები, მარიონეტები, რომლებიც მზად არიან, ემსახურონ რუსეთს სხვადასხვა მიზეზით. ზოგი ფულის გამო, როგორც ივანიშვილი, ზოგი არარეალიზებული ბავშვობის შინაგანი კომპლექსების გამო. ისინი ცდილობენ, შეთამაშდნენ რუსეთთან. ყველამ იცის, რომ არც უკრაინის, არც ევროპის მხრიდან საქართველოს საქმეებში არანაირი ჩარევის მცდელობა არ არის. რუსეთის მხრიდან კი არათუ ჩარევის მცდელობას, ტოტალურ კონტროლს ვხედავთ საქართველოს საშინაო პოლიტიკაში“, – განაცხადა პოდოლიაკმა.

მიხაელ პოდოლიაკმა ასევე აღნიშნა, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით შალვა პაპუაშვილის განცხადება „პროვოკაციული და უხამსი ბრალდებაა“.

„ვფიქრობ, ეს ზუსტად ჯდება კრემლის საინფორმაციო ომის და რუსული პოლიტიკის პარადიგმაში. მაქსიმალურად გამომწვევი, მდაბიო, აგრესიული და უსარგებლო განცხადებაა, მაგრამ, სამწუხაროდ, რუსეთს ჯერ კიდევ აქვს საკმარისი რესურსი, ასაზრდოოს ასეთი მარიონეტული რეჟიმები რიგ ქვეყნებში და შეეცადოს, გარკვეული დროით მართოს ეს ტერიტორიები“, – განაცხადა პოდოლიაკმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა